in

სახლი ოკეანის სანაპიროზე – Olson Kundig-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ავსტრალიაში, სანაპიროზე მდებარეობს და ის 2018 წელს აშენდა. შენობის საერთო ფართობი 872 კვადრატული მეტრია. საოჯახო სახლი პალმებითა და ფიჭვის ხეებით არის გარშემორტყმული და მაცხოვრებლებს შესანიშნავ ხედს სთავაზობს.

პროექტი სპეციალურად არის შექმნილი ისე, რომ გაუძლოს ავსტრალიის რთულ კლიმატურ პირობებს, სადაც ხშირია განსაკუთრებით ცხელი მზე, ძლიერი ქარი და წყალდიდობა. შენობა დგას ბეტონის სტრუქტურაზე, რომელიც იცავს სახლს წყლის ნაკადისგან.

ამავდროულად, დიზაინი იძლევა ბუნებასთან კავშირის სასიამოვნო შესაძლებლობას. დაჩრდილული ფანჯრები უზრუნველყოფს არა მხოლოდ შესანიშნავ სანახაობას, არამედ ვენტილაციასაც. შიდა ეზოს საშუალებით სახლში ხვდება ბუნებრივი სინათლე.

ბეტონის კედლების ფერი მიუთითებს ადგილობრივ ქვიშაზე და სახლის არქიტექტურას ლანდშაფტთან აკავშირებს. ამ ყველაფრის ხარჯზე იქმნება ძალიან დახვეწილი და ელეგანტური საცხოვრებელი, რომელიც იდეალურია დასასვენებლად და დროის ოჯახთან ერთად გასატარებლად.

არქიტექტურული სტუდია: Olson Kundig

ფოტოები: Rory Gardiner

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

&Tradition – დანიური ბრენდი კლასიკური სტილისა თანამედროვე ინოვაციების სინთეზით

გასაჭიმი ჭერის ძლიერი და სუსტი მხარეები