in

“ის, რაც დროს გაუძლებს” – ალიანს ჯგუფის ახალი კამპანია

მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება.
თითოეული მათგანი ისტორიას სწორედ ექსცენტრიკული და გამბედავი ფორმითა, თუ ფუნქციურობით წერს.

ამ ყველაფრის სრულყოფილად გადმოსაცემად, Holy Motors-თან და Highway FX-თან კოლაბორაციით, ალიანს ჯგუფმა ახალი კამპანია შეიმუშავა.

ჰიპერრეალისტური და ნეო-მოდერნიზმში გადაწყვეტილი ანიმაციური ფილმი, მსოფლიო კულტურული ძეგლებისა და მონუმენტების პროექციიდან – ალიანს ჰაილაინის, როგორც მარადიული არქიტექტურული ნიმუშის შესახებ გვიყვება.

 
 კამპანიის აღწერა

კამპანიაში მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიიდან არაერთ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით, რომელიც დროისა და მატერიებს მიღმა, მრავალ ათასწლეულს შემორჩა.

ეს ის შენობებია, რომლებიც საბოლოო სილუეტით, კონცეფციით, ცნობადობითა და არქიტექტურული, თუ კონსტრუქციული გადაწყვეტებით მონუმენტებად ჩამოყალიბდნენ, რითაც დროს – მათ ყველაზე სწორ გამომცდელს გაუძლეს, ხოლო იმავდროულად, ეპიკურ

ტრანსფორმაციებსა და ისტორიულ გარდატეხებში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანეს.

ის, რაც დროს გაუძლებს – ამ გზავნილით ერთიანდება კამპანიის იდეოლოგია, რომელიც საკვანძო მიგნებებით პარალელებს ავლებს ისტორიულ ნაგებობებსა და ალიანს ჰაილაინს შორის, თანამედროვე დროში:

თავდადება

ალიანს ჰაილაინი სამ განზომილებაში გადაწყვეტილი ფორმებიდან გამომდინარე, პირველი პროექტია, რომელზეც არა სტანდარტული ფასადის შეფუთვის, არამედ სკულპტურული მეთოდია გამოყენებული.

თითოეულ პილონს სწორედ ასე აქვს ფორმა მიღებული, რითაც პროექტის ფასადი უცვლელი დარჩება მრავალი წლის განმავლობაში.

ალიანს ჰაილაინის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ განსხვავებით სტანდარტული, ერთგვაროვანი მიდგომებისა – ყველა სართულისთვის ინდივიდუალური დაგეგმარება, ნახაზი და ყალიბია შექმნილი.

გარდა ამისა, საზოგადოებისა და მაცხოვრებლის კომფორტისთვის თამარაშვილის მხრიდან, ცალკეული, ავტონომიური გზა არის გაჭრილი.

რისკი

ყოველთვის მარტივი, დროითა და ბიუჯეტურად მომგებიანია ყველა იმ პროექტის აშენება, რომელიც სწორხაზოვნებას არ სცდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დიზაინის შექმნის ეტაპებზეც ცხადი იყო, თუ რა ტიპის კომპლექსურობასთან და გამოწვევებთან იყო მისი აშენება დაკავშირებული, ალიანს ჯგუფმა და კომპანიის გუნდმა ყველა მიზანი, რომელიც ალიანს ჰაილაინის ფარგლებში იქნა დასახული, სრულყოფილად გადმოსცა იმ ნაგებობაში, რასაც დღეს თბილისის სამი ყველაზე მოძრავი გამზირის გასაყარზე ვხედავთ.

სიზუსტე

პროექტზე მუშაობისას, მისი არაორდინალური ფორმებიდან გამომდინარე, ყოველმხრივ იქნა გათვალისწინებული ბუნებრივი და ტექნოგენური დატვირთვების, სეისმური, აეროდინამიკური და ატმოსფერული ზემოქმედების გავლენა, ისევე როგორც გაანგარიშებები ქარის დატვირთვებზე.

შენობების მდგრადობის დამატებითად უზრუნველსაყოფად, მყარ ქანებზე დაფუძნებული მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა-ხიმინჯოვანი საძირკველი, 23მ-ის ჩაღრმავების 232 ერთეულ ხიმინჯს მოიცავს, რომელიც რაოდენობით მსოფლიო ლენდმარკისა და ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ნაგებობის, ბურჯ ხალიფას ხიმინჯებსაც აჭარბებს და საბოლოოდ, ალიანს ჰაილაინს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მყარ კონსტრუქციად აქცევს.

ხედვა

ალიანს ჰაილაინის არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის ერთ-ერთი თვითმიზანი პროექტისთვის გამორჩეული სილუეტის შექმნა იყო, რომელიც ხილვადი იქნებოდა როგორც შორი, ისე ახლო მანძილებიდანაც. შესაბამისად, კომპლექსი განვითარდა სამ მაღლივ, ვიწრო მოცულობად, რომელიც ნაცვლად დაბალი და განივი განაშენიანებისა, მაღალი და სრულად „გამჭოლია”, რითაც არ ფარავს ხედვის არეალებს სხვა შენობებში მაცხოვრებლებისთვის, თუ მოსიარულეებისთვის.

გარდა ამისა, პროექტის ყველა აპარტამენტი თავისი დაგეგმარებით მაქსიმალურად ბუნებრივადაა განათებული, რითაც უძრავი ქონების სექტორში იშვიათი პრეცედენტი შეიქმნა და პატარა, სტუდიოს აპარტამენტებიც კი ორი მიმართულების ხედითა და მკვეთრი განათებულობით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი განაშენიანების კომპლექსებში რეკრეაცია ფაქტობრივად არ არსებობს, ალიანს ჰაილაინში 40%-ზე მეტი სწორედ რეკრეაციულ სივრცეებს ეკუთვნით, რითაც პროექტირების ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული.

პროგრესი

ალიანს ჰაილაინი მულტიფუნქციურობის კონცეფციითაა შექმნილი, რითაც ერთ სივრცეში საერთაშორისო სტანდარტის საინვესტიციო და სტუმარმასპინძლობის გამოცდილება იყრის თავს, რომელსაც თან ახლავს მასშტაბური ინფრასტრუქტურა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუმარმასპინძლობის ბრენდებთან – Wyndham Hotels & Resorts-თან და Aimbridge Hospitality-სთან თანაპარტნიორობით, პროექტში დედაქალაქის პირველი მაღალსტატუსური ბრენდული რეზიდენციები, Wyndham Grand Residences Tbilisi განთავსდება.

 საკუთარი საქმის სიყვარული

ალიანს ჰაილაინი იმ კალიბრის პროექტებს მიეკუთვნება, რომელსაც მხოლოდ სანდო, გამოცდილი და გამოწვევებისკენ მისწრაფული ბრენდი შექმნიდა.

ალიანსი ბაზარს 20 წელია ნიშურ, ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს, რომელსაც საქართველოში არამხოლოდ უძრავი ქონების, არამედ სტუმარმასპინძლობის, სამშენებლო და საინვესტიციო ბაზრის მკვეთრი პროგრესირება მოჰყვა.

ალიანსის მასშტაბური პორტფელიდან 4 ბოლოდროინდელი პროექტის სამშენებლო არეალი სცილდება მილიონი კვადრატული მეტრის ნიშნულსა და მილიარდიან ჯამურ საინვესტიციო ღირებულებას, რითაც ხაზი ესმება კომპანიის მოღვაწეობის მასშტაბს.

ატიპიური გადაწყვეტების, მომავლის ხედვის, ინოვაციური მიდგომებისა და მაღალრეპუტაციული ბრენდების ერთ პროექტში გაერთიანებით იქმნება დედაქალაქის ლენდმარკი  – ის,რაც კვალს დატოვებს, ის, რაც დროს გაუძლებს.

[პარტნიორის კონტენტი]

სტუდიოს ტიპის ბინა პრაქტიკული გეგმარებით პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე — მერი ტყაბლაძის ნამუშევარი

6 საინტერესო რჩევა ღია ცისფერი საძინებლის მოსაწყობად