ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ბრაზილიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 570 კვადრატული მეტრია. პროექტის შექმნისას ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა მყუდრო და მშვიდი საცხოვრებლის მოწყობა იყო, სადაც ძირითადად ოთხი ადამიანი იცხოვრებდა. გარდა ამისა, ის უნდა ყოფილიყო ჰარმონიული სივრცე ოჯახისა და მეგობრების შეკრებისათვის. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო შენობის განლაგებამაც, რადგან ბინა სან პაულოს შესანიშნავი ხედით არის გარშემორტყმული.
სოციალური და კონფიდენციალური ზონები ერთმანეთისგან არის გამოყოფილი. სოციალურ ზონაში გაერთიანებულია მისაღები და აივანი და აქვს სახლის კინოთეატრის მსგავსი ინტერიერი.
რაც შეეხება სამზარეულოს, ის იზოლირებულია და გათვლილია სტუმრების მიღებისთვის და სხვადასხვა დღესასწაულებისთვის.
კონფიდენციალურ ნაწილში განთავსებულია რამდენიმე საძინებელი, ბავშვების სათამაშო ოთახი და სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახი. მთავარი საძინებელი ყველაზე დიდია და აქვს ცალკე ადგილი კარადებისთვის.
ბინის უკანა მხარეს განთავსებულია აბაზანა და ღვინის მარანი. მასალის სახით გამოყენებულია მუხის დახვეწილი ხე და ბაზალტინის ქვა. ხე ძირითადად გამოიყენება კომფორტისა და სიმყუდროვის შესანარჩუნებლად. ბუნებრივი მუხა გამოყენებულია იატაკზე, ჭერსა და კედლებზე. თითოეული მათგანი დამუშავებულია დახვეწილი, გლუვი და მსუბუქი საფარით.
პროექტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მთის სახლის განცდა, რომელიც გამოიხატება ხის მასალით შექმნილ გარემოში.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2