სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ესპანეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 400 კვადრატული მეტრია. პროექტი Zahara de los Atunes-შია განთავსებული, რომელიც ნამდვილად არის ადგილი, სადაც ჩვეულებრივიც განსაკუთრებული და გამორჩეული ხდება. განსაკუთრებით გამოირჩევა მზის ჩასვლისა და ამოსვლის ხედები, რაც სახლს კიდევ უფრო სასურველსა და მიმზიდველს ხდის.
ვინაიდან რელიეფი საკმაოდ დახრილია, შენობა მომზადებულია ერთგვარი ფუძით, რომელიც გაფორმებულია შემოგარენში შეგროვებული ნაცრისფერი ქვით. არქიტექტურა მუშაობს მექანიზმის მსგავსად და თითოეულ წერტილში გათვალისწინებულია კლდოვანი ლანდშაფტი.
ბაზა საშუალებას იძლევა რომ სახლი განთავსდეს საჭირო სიმაღლეზე, რათა უზრუნველყოს ხედები ატლანტის ოკეანეზე. უკანა ნაწილში არის წყნარი ეზო, ზედა სართულები კი სამ სივრცედაა დაყოფილი.
ცენტრალური სივრცე განთავსებულია ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის, რაც უზრუნველყოფს მზის ჩასვლის დანახვას და, ამავდროულად, ხედს ლანდშაფტზე, დამატებით კი საჭირო კონფიდენციალურობას უქმნის მთავარ საძინებელს.