in

თანამედროვე პენტჰაუზი ნიდერლანდებში

ბინა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ნიდერლანდებში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 120 კვადრატული მეტრია. შენობა XX საუკუნით თარიღდება, თუმცა მოგვიანებით ის მდიდრულ და თანამედროვე ბინად გადაკეთდა, რომელიც მოიცავს გამაჯანსაღებელ სპას და სხვა კომფორტულ სივრცეებს. კლასიკური დეტალები სასიამოვნოდ არის შეხამებული თანამედროვე ელემენტებთან და მკვეთრ კონტურებთან. მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, დატკბნენ ულამაზესი ხედით საუნიდან.

საცხოვრებელი სივრცე ძირითადად მეორე სართულზეა განლაგებული. ფართობი გადიდებულია და მოიცავს სასადილოს, აბაზანასა და სხვა ოთახებს. კედლებისა და ჭერის დიზაინი ქმნის მკაფიო კონტრასტს კლასიკურ და თანამედროვე სტილს შორის.

მასალის სახით გამოყენებულია ხის მრავალფეროვნება, რომელთა შორის განსაკუთრებით ელეგანტურია ამერიკული მუხა. საძინებელში კედლების რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული. ორთქლის ოთახსა და საუნაში კი პანორამული ფანჯარა გვხვდება ქალაქის ხედით.

სახურავზე წვდომა შესაძლებელია საძინებელში არსებული გასასვლელი კარის საშუალებით. სახურავი ღიაა, რათა ჰქონდეს 180 გრადუსიანი ხედი როტერდამის ჰორიზონტზე. დაბალი, ჩაშენებული მოაჯირი ბაღის როლსაც ასრულებს. ხავსი და ქვა აქ დამატებით ბუნებრივ განწყობას ქმნის.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ჭურჭლის კარადის 4 ტრენდული მოდელი, რომლებიც ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი

რატომ უნდა ავირჩიოთ Wavin-ის კანალიზაციის მილები?