in

ლეგოს პრინციპით აწყობილი სახლი ბრაზილიაში

Alliance Group
Alliance Group

607 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სახლი ბრაზილიაში 2023 წელს აშენდა და ციცაბო რელიეფზეა განთავსებული. პროექტი გარშემორტყმულია ადგილობრივი მცენარეულობით, რის ხარჯზეც შიდა სივრცე შესანიშნავი ხედებით არის უზრუნველყოფილი. სახლის დიზაინი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო ორ სართულზე, რომლებიც მჭიდრო კავშირში იქნებოდა ბუნებასთან და, ამავდროულად, შექმნიდა კონფიდენციალურ სივრცეებს.

ზედა სართულზე განთავსებულია სოციალური ზონები, როგორიცაა მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახი. თითოეული მათგანიდან კარგად ჩანს მთის ხედი. ორივე სართულს აქვს ტერასები, რომლებიც ასევე პანორამულ ხედს გვთავაზობს. ქვედა სართულზე მოწყობილია ძირითადად დასასვენებელი ზონები.

ვინაიდან ტერიტორია საკმაოდ რთულად მისადგომია, მშენებლობის პროცესში გადაწყდა ადგილობრივი ქვის მასალის გამოყენება. პროექტზე გამოიყენეს sysHaus-ის პარამეტრული კონსტრუქციის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლეოდა, რომ სახლი სამიდან ცხრა თვემდე პერიოდში დასრულებულიყო. SysHaus-ის სისტემა მოქმედებს ლეგოს მსგავსად, მისი ნაწილები იწყობა სპეციალურ ქარხნულ გარემოში, წარმოებული პროდუქტი კი იწყობა უშუალოდ ადგილზე. ეს უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში სიზუსტესა და სისწრაფეს და ბუნებაზე მინიმალურ ზემოქმედებას. ამ სისტემის წყალობით, სახლი დასრულდა სულ რაღაც 270 დღეში.

არქიტექტურული სტუდია: M Magalhães Estúdio, SysHaus

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ფერის ფსიქოლოგია და მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში — ნუცა ბახტაძის გზამკვლევი

შთამაგონებელი იდეები სამზარეულოს მოსაწყობად