in

ხარისხიანი ძილისა და ხარისხიანი ცხოვრების გარანტი — თურქული ბრენდ „ალტინის“ მატრასები „კომფორტერის“ შოურუმიდან

საერთაშორისოდ აღიარებული თურქული ბრენდი  — „ალტინი“ უმაღლესი ხარისხის მატრასების, საწოლებისა და საძინებლის ავეჯის მწარმოებელი ქარხანაა, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით — ბიზნეს- სასტუმროების და საცალო კუთხით მოღვაწეობს და ბუნებრივი მასალებით, ხელნაკეთი პროდუქციით, შესრულების ტექნიკითა და მრავალფეროვანი, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

თურქულმა ბრენდმა მატრასების წარმოება 1991 წლიდან დაიწყო ზამბარებიანი მოდელების დამზადებით და ბაზარზე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კოლექციაში ბუნებრივი ლატექსი გამოიყენა და შოურუმში მომხმარებლებს პროდუქტის ინდივიდუალურად შერჩევის შესაძლებლობა შესთავაზა. რის გამოც მალევე, მატრასების სექტორში ლიდერი პოზიცია დაიკავა. გარდა მატრასებისა, ბრენდი ცნობილია საძინებლის ავეჯის — საწოლი, ტუმბო, ბენჩი, სავარძელი, დივანი; ტექსტილის — საბანი, ბალიში, მატრასების დამცავი და საბავშვო ხაზის მიმართულებით.

ალტინი“ იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, თანამედროვე მიდგომებს, 3-4 დონიანი ზამბარების შრეებს, რომლებიც უჟანგავი მეტალისაა. ასევე, კოლექციებში გამოყენებულია ნატურალური, ბუნებრივი მასალები — ლატექსი, ბამბა, მატყლი, ცხენის ძუა, აქლემის ბეწვი, ბატის ბუმბული და ჟაკარდის ქსოვილი. საძინებლის ავეჯი და ტექსტილი სრულად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, მათ თავისუფლად ეცვლება ზომები და ფორმები, რის გამოც კომფორტული, მოსახერხებელი გამოსაყენებელია და ხარისხიანი, ჯანმრთელი ძილის გარანტია.

„ალტინი“ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ის რამდენიმე ბრენდს აერთიანებს. მათ შორის ინოვაციური ტექნოლოგიებით გამორჩეულ „Dunlopillo“-ს, რომლის წარმოებისას ნატურალური ლატექსის ღრუბელი გამოიყენება და კომფორტული ძილის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. ასევე,  “Goldengoose”-სა და “Linette”-ს, რომლებიც მატრასების გარდა, სხვა საძილე საშუალებებსაც აწარმოებს. ასევე „D-Artiste“, რომელიც გემოვნებიან და დახვეწილ მოდელებზეა ორიენტირებული და სპეციალურად ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ხაზი — „Goodnight“.

ამას გარდა, „ალტინი“ აქტიურად მოღვაწეობს ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. ქარხანა თანამშრომლობს ისეთ  კომპანიებთან, როგორიცაა ამერიკული ავეჯის უმსხვილესი კომპანია — „La-Z-Boy“ და მატრასების ბრიტანული ბრენდი — „Vi-Spring“.

„ალტინის“ პროდუქცია, რომელიც „ხარისხიანი ძილისა და ხარისხიანი ცხოვრების“ პრინციპს ემყარება,  60-ზე მეტ ქვეყანაში მომხმარებლის კომფორტსა და სანდოობას უზრუნველყოფს. ბრენდი ცოტა ხნის წინ საქართველოშიც გამოჩნდა და საერთაშორისოდ აღიარებული, გამორჩეული მატრასების შეძენა  უკვე ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, რაც ექსკლუზიურად მხოლოდ „კომფორტერის“ შოურუმშია შესაძლებელი. პროდუქციის უკეთ გასაცნობად გიზიარებთ „ალტინის” რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას, რაც მას ბაზარზე გამოარჩევს:

უმაღლესი ხარისხი და ბუნებრივი მასალები — „ალტინის” ბრენდი, უპირველესად, ცნობილია მაღალი ხარისხის, ბუნებრივი მასალებითა და ორგანული ნაწარმით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია იყენებს ისეთ ბუნებრივ პროდუქტებს, როგორებიცაა — ბამბა, მატყლი, ლატექსი, ცხენის ძუა, აქლემის ბეწვი, ჟაკარდის ქსოვილი თუ ბატის ბუმბული, ხოლო ზამბარების შრეები უჟანგავი მეტალისგანაა დამზადებული. ბუნებრივი მასალების გამოყენება ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას და ტენიანობის განვითარებას, რაც მასალის მედეგობას და სიმტკიცეს განაპირობებს. შედეგად კი დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარება. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ მატრასების უმეტესობა ხელითაა შეკერილი, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს და ეფექტურობას ზრდის.

კომფორტული გამოყენება — ბრენდის კიდევ ერთი უპირატესობა კომფორტია, რისი მეშვეობითაც ის მომხმარებლებს ანებივრებს. მაგალითად, „ალტინის“ ზამბარებიანი მატრასები სხეულის 5 ზონას ერგება — კეფა, მხრები, წელი, თეძო, წვივები. მათში გამოყენებულია ვისკო ღრუბელი („ვისკო ელასტიკო”), რაც მის ელასტიკურობას განსაზღვრავს და იდეალურად ერგება სხეულის ფორმებს. ამავდროულად, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და კუნთებისა და სახსრების ტკივილისგან გვიცავს. ასევე, ღრუბელი იმახსოვრებს სხეულის პოზიციას და მოძრაობის შემთხვევაში, რამდენიმე წამში უბრუნდება საწყის პოზიციას. ასევე, მატრასებზე გვხვდება ბუმბულის შრეც, რაც მეტად ჰაეროვანს ხდის მის გამოყენებას. ზოგიერთ მოდელს კი დამატებითი ლეიბი აქვს დამაგრებული, რაც პროდუქტის კომფორტულობას და ფუნქციონალურობას ზრდის. ამას გარდა, შეფუთული ზამბარების სისტემის წყალობით, „ალტინის” მატრასები ნაკლებად დრეკადი ხდება და ძილის დროს მეორე ადამიანის მოძრაობა არ იგრძნობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზამბარები მოქცეულია მაღალი ხარისხის სქელფენიან ღრუბლებში, რაც ხელს უშლის ძილის დროს ზამბარების მგრძნობელობას და მშვიდ, ჰარმონიულ დასვენებას განაპირობებს. ხოლო მატრასის მყარი ღრუბლის ჩარჩო კიდეებზე ჩამოჯდომისას დისკომფორტისგან გვიცავს.

ჰიგიენის უზრუნველყოფა და ეკოლოგიური სისუფთავე — „ალტინის” მატრასები განკუთვნილია მათთვის, ვინც ორგანულ პროდუქციას იყენებს, რადგან ისინი ანტიალერგიულია და საჰაერო კაფსულებს შეიცავს, რაც ბაქტერიების, ნესტისა და მავნე ნივთიერებების გაჩენის საფრთხეს ამცირებს. ამასთანავე, მატრასის შიგთავსად გამოყენებულია ლატექსის ღრუბელი, რომელიც ბუნებრივი მასალისაა და ჰაერგამტარი შრეების მეშვეობით კარგად შთანთქავს ოფლს, ხუთზონიანი შრის წყალობით კი სასურველ ტემპერატურას ინარჩუნებს. ზოგიერთ მატრასს აქვს ნატურალური ბამბის ზედაპირიც, რაც ჰაერის ცირკულაციას უწყობს ხელს და ტენიანობისგან გვიცავს.

სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი — „ალტინის” პროდუქციაში თავისუფლადაა შესაძლებელი სხვადასხვა საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული მოდელის შერჩევა. მაგალითად, სპეციალურად ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი მოდელების ან წყვილისთვის განკუთვნილი კომფორტული მატრასების მოძიება, რომელიც მათ მშვიდ და დაცულ ძილს უზრუნველყოფს. ვისკო ღრუბლის დამსახურებით, მატრასი ნებისმიერი ასაკისა და წონის სხეულს ერგება, სხეულის პოზიციას იმახსოვრებს და მოძრაობის შემთხვევაშიც მალევე საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ნაკლები დრეკადობის გამო კი გვერდზე მყოფი ადამიანის მოძრაობა არ იგრძნობა, ამიტომ სხვა ადამიანთან ერთად ძილი კომფორტული და სასიამოვნოა. ამას გარდა, მატრასების სიმაღლე განსხვავებულია, რის გამოც კარგად უძლებს ძლიერ დატვირთვას და ნებისმიერი წონის მქონე სხეულისთვის დისკომფორტს არ ქმნის.

მრავალმხრივი გამოყენება — „ალტინის” მატრასების უმეტესობა ორმხრივი გამოყენებისაა, ამიტომ ოთხივე სეზონზე კომფორტული მოსახმარია. მაგალითად, მოდელების უმეტესობის ერთ მხარეს გამოყენებულია ბამბა, მეორე მხარეს კი მატყლი, შესაბამისად, ის ზამთარსა და ზაფხულში ერთდროულად მოსახერხებელია და საჭიროებისამებრ, სითბოსა თუ სიგრილეს ინარჩუნებს. ასევე გვხვდება ისეთი ორმხრივი გამოყენების მოდელებიც, რომელთა ერთი ზედაპირი ცხენის ძუით, მეორე კი აქლემის ბეწვით არის დამუშავებული და მათი გამოყენება როგორც თბილ, ასევე ცივ ამინდებშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილების, მაღალი ხარისხისა და სანდოობის თურქული ბრენდის – „ალტინის“ პროდუქციის შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია – „კომფორტერშია“ შესაძლებელი, სადაც მომხიბვლელი დიზაინის მქონე ბრენდული, ხარისხიანი და მდგრადი მოდელები დაგხვდებათ. შოურუმის მონახულება თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-შია შესაძლებელი.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

მშენებლობის დროს გასათვალისწინებელი სამართლებრივი საკითხები — სოფიო ზარანდიას გზამკვლევი

კონდიციონერის შეკეთება – ვინ გაგიწევთ ამ მომსახურებას?