in

თანამედროვე საცხოვრებლად გარდაქმნილი სკოლის შენობა შვედეთში

Banner M2
Banner M2

ტბის ხედებით მდიდარ კუნძულზე მდებარეობს ძველი სკოლის შენობა, რომელიც ახლახან გადაკეთდა უნიკალურ საცხოვრებელ სახლად. სახლი სტოკჰოლმის მახლობლად, დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ძალიან ლამაზი ბუნებით.

ამ ადგილას სკოლა 1920 წელს აშენდა. ახლანდელმა მფლობელმა ის თითქმის სრულად შეცვალა, თუმცა აღადგინა თავდაპირველი ელემენტები, რათა არ დაკარგულილიყო პროექტის ისტორიული იერსახე.

299 კვადრატული მეტრის სახლი დაყოფილია სამ სართულად. პირველ სართულზე დიდი დარბაზი გადაკეთებულია ღია გეგმარირების მისაღებად, სამზარეულოდ და მისაღებ ოთახად. პირველ სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი ოთახი, ხოლო სარდაფში განთავსებულია დიდი სასტუმრო ოთახი და ცალკე სივრცე სტუმრების მისაღებად.

სიდიდის მიუხედავად, სასტუმრო ოთახს შენარჩუნებული აქვს სიმყუდროვისა და კონფიდენციალურობის განცდა, რასაც ქმნის შელესილი კედლები, პანელები, ბეტონის იატაკი და ღია ხის ჭერი.

პატარა კუთხეში მოწყობილია მოსასვენებელი ზონა, რომელსაც ვინტაჟური Chesterfield დივანი ამშვენებს.

ხის ღუმელი სივრცეს კიდევ უფრო მეტ სითბოს მატებს.

სამზარეულო დაყოფილია ორ ნაწილად. აქ გვხვდება კუნძული სათავსოთი და მაცივარი, რომელიც იდეალურია სასმელების შესანახად.

თუმცა, ცალკე მდებარე ოთახში შეგიძლიათ იპოვოთ “ნამდვილი” სამზარეულო ნაცრისფერ-კრემისფერი კარადებით, მყარი მუხის სამუშაო ზედაპირით, შელესილი კედლებითა და ბუნებრივი ქვის იატაკის ფილებით.

სკოლის პერიოდიდან შემორჩენილი დარბაზი ახლა შესანიშნავი სათამაშო ადგილია ბავშვებისათვის.

ქვედა სართულის აბაზანა არის ლამაზი სივრცე ვარდისფერი შელესილი კედლებით, ბეტონის ნიჟარითა და სხვადასხვა ფერის იატაკის ფილებით.

ორი საძინებელი განთავსებულია ზედა სართულის მოპირდაპირე მხარეს, გარშემორტყმულია სხვენით და კარადებით. ერთ ოთახს აქვს პანელის კედლები და ჭერი, ხოლო მეორეში შეხვდებით შეღებილ კედლებსა და ჭერს.

ვარდისფრად შეღებილი კიბე მიგიყვანთ სარდაფის სართულამდე.

ამჟამინდელი მფლობელი სარდაფში არსებულ დიდ ოთახს სასტუმრო ოთახად და ოფისად იყენებს. მას აქვს რამდენიმე დიდი ფანჯარა, რის ხარჯზეც სივრცე საკმაოდ ნათელია. ოთახს აქვს თავდაპირველი შენობიდან შემორჩენილი ხის იატაკი და ნაცრისფრად შეღებილი პანელები.

4 წელი თქვენი კომფორტისთვის – ცელსიუსი აღნიშნავს იუბილეს!

Ergonomic design, acoustic panels, and customizable furniture – The Tegeta marketing team gets a new office designed with the Open Space concept