საქართველო პოსტ საბჭოთა ქვეყანაა და გავლილი აქვს პერიოდი, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა საბჭოური ათეისტური იდეოლოგიების გამო არ იყო ნებადართული, ადამიანები ჩუმად დგამდნენ სახლში ნაძვის ხეებს და არ ტარდებოდა საქვეყნო ღონისძიებები. 1935 წელს, ნელნელა დაიწყო ხმების გავრცელება, რომ სტალინს უფრო შერბილებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ახალი წლის მიმართ და ამგვარად, 1936 წელს პირველად საბჭოთა კავშირში, ახალ წელს ზეიმითა და ნაძვის ხით შეხვდნენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც რელიგიური დღესასწაულის ზეიმით აღნიშვნა დიდი გამბედაობა იყო, თბილისში ერთმა მოქალაქემ პირველი შედარებით პომპეზური ნაძვის ხე დადგა გერონტი ქიქოძის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში 1913 წელს. მფლობელის მხოლოდ ინიციალებია ცნობილი – “ვ.მ.თ”
თვალი გადავავლოთ წლების განმავლობაში თბილისის მთავარ ნაძვის ხეებს:
თბილისის მთავარი ნაძვის ხე 2014 წელს პარლამენტის შენობის წინ
თბილისის მთავარი ნაძვის ხეები 2016 წელს პარლამენტის შენობასთან და თავისუფლების მოედანზე
თბილისის მთავარი ნაძვის ხე 2017 წელს პარლამენტის შენობის წინ
თბილისის მთავარი ნაძვის ხე 2017 წელს პარლამენტის შენობის წინ
თბილისის ნაძვის ხე 2019 წელს რესპუბლიკის მოედანზე
თბილისის ნაძვის ხე 2020 წელს პარლამენტის შენობის წინ