IPS სამშენებლო სფეროში მოღვაწე, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით 2016 წელს დაიწყო. მოგვიანებით, 2019 წელს მას ფასადის მოპირკეთება-მონტაჟის სერვისი დაემატა, შემდეგ კი კომპანია უფრო გაფართოვდა და სამშენებლო მასალების გაყიდვებიც მოიცვა. ამგვარად, IPS ბაზარზე შემდეგი მიმართულებებით ოპერირებს:
IPS ინტერიერი — საკონსულტაციო მომსახურება, ინტერიერის მასალების შერჩევა და მიწოდება;
IPS ფასადი — ფასადის პროექტირება, საფასადო მასალების შერჩევა, მიწოდება და მონტაჟი;
IPS თრეიდი — სამშენებლო, ძირითადად კი, თბო-საიზოლაციო მასალების მიწოდება.
IPS-ის მომხმარებლები არიან როგორც სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე კერძო პირები, ვინც სახლს, ვილას ან აგარაკს იშენებს.
IPS-ის გუნდი მშენებლობას, ძირითადად, ბოლო ეტაპზე უერთდება – ასრულებს მშენებლობის პროცესს ინტერიერის და ფასადის მოპირკეთებით.
IPS ინტერიერის სერვისები ითვალისწინებს დიზაინ-პროექტის შესაბამისი მასალების შერჩევა -კონსულტაციას. კომპანია დამკვეთს ერთი ან სხვადასხვა ბრენდის მასალებისა და განფასების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. შეთანხმების შემდეგ ხელშეკრულება ფორმდება, რომლის საფუძველზეც ხდება შერჩეული პროდუქციის შეკვეთა-მიწოდება. IPS-ის სერვისებს გამოარჩევს პროექტის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგება და ისეთი დეტალების გათვალისწინება, როგორებიცაა მიწოდების ვადები თუ სერვისთან დაკავშირებული სხვა პირობები. ასეთი მიდგომა დამკვეთს დიდ კომფორტს უქმნის.
IPS ფასადის მიმართულებით, კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ მასალების შერჩევა-მიწოდებასა და მონტაჟს, არამედ ფასადის საპროექტო ნახაზის შედგენასაც. კომპანია პირად პასუხისმგებლობად მიიჩნევს საფასადო სამუშაოების დაგეგმვას და მათი სრული სიზუსტით, მაღალი ხარისხით შესრულებას. იმ შემთხვევაში თუ ფასადის პროექტირება დამკვეთის მხრიდან უკვე მომზადებულია, IPS ახორციელებს საფასადო მასალების შერჩევა-მიწოდებას, სურვილის შემთხვევაში კი სამონტაჟო სამუშაოებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფასადის მიმართულებით IPS საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Atlas Concorde (იტალია); Wienerberger (ავსტრია); Cuhadaroglu (თურქეთი); Argeton (გერმანია); ფასადის სამაგრი ელემენტების მხრივ ექსკლუზიურად თანამშრომლობს — Ejot-თან (გერმანია) და SFS-თან (შვეიცარია), ფასადის თბო-ხმის საიზოლაციო მასალების მიმართულებით კი – URSA-თან (ევროპა). ყველა ზემოთჩამოთვლილ კომპანიას საფასადო მასალების წარმოების მრავალწლიანი ისტორია აქვს. მათი ხარისხიც გამოცდილების და ცნობადობის მასშტაბის შესაბამისია. თავად IPS-თვის ასეთ ბრენდებთან პარტნიორობა ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა, ვინაიდან პრემიუმ-კლასის მასალები IPS-ის მხრიდან მაღალი დონის სერვისსაც მოითხოვს.
IPS თრეიდის საქმიანობა სამშენებლო მასალების რეალიზაციას გულისხმობს და ემსახურება როგორც კომპანიებს, ასევე ინდივიდუალურ დამკვეთებს. IPS თრეიდის გუნდი, პროექტიდან გამომდინარე, არჩევს მასალებს, გასცემს დასაწყობებისა და მონტაჟის რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში კი კონსულტაციას გადის მწარმოებელ კომპანიასთან, რათა საუკეთესო შედეგი უზრუნველყოს.
IPS-ის ბიზნეს-მოდელი ემყარება Customer First პრინციპს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვეთის ინტერესები უმთავრესია, მისი მოთხოვნები და სურვილები კი მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. IPS-ის მომსახურების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ კომპანიაში ყველა პროექტს ინდივიდუალური მენეჯერი ხელმძღვანელობს, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის კოორდინაციაზე და დამკვეთთან, მასალების მომწოდებელ კომპანიასთან თუ მემონტაჟე გუნდთან კომუნიკაციაზე. ამგვარად, მომსახურების ეს სტილი ყველა მხარესთან კომუნიკაციის უწყვეტობას განაპირობებს და დამკვეთს სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას სთავაზობს.
IPS-ში თითოეული პროექტი ინდივიდუალური მიდგომით მუშავდება, რათა მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ისეთი დეტალები, როგორებიცაა კლიმატური პირობები, შენობის მოხმარების სპეციფიკა, ობიექტის არქიტექტურა, დიზაინი, თბო-ხმოვანი გარემო და სხვა. ყოველივე ეს გუნდის პროფესიონალიზმზე მეტყველებს და მომსახურების მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს, რაც არაერთი წარმატებული პროექტით დასტურდება.
[R]