in

როგორ შევარჩიოთ დეველოპერული კომპანია ჩვენი მომავალი ბინისთვის?

ბინის შეძენა დიდი ქონებრივი ინვესტიცია და  უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას და სიფრთხილეს საჭიროებს. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ენიჭება დეველოპერულ კომპანიას და მის სწორად შერჩევას, რათა საცხოვრებელი მაქსიმალურად უსაფრთხო, დაცული, მდგრადი და კომფორტული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მრავლადაა სხვადასხვა მცირე თუ მსხვილი კომპანია, რომელიც მრავალფეროვან სერვისებსა და მიმზიდველ შეთავაზებებს გვთავაზობს,  სწორი და საიმედო დეველოპერის შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან ეს კომპლექსური პროცესი გულდასმით კვლევას, ძიებას და ანალიზს მოითხოვს. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, თავი მოვუყაროთ ყველა იმ მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ ფაქტორს, რომელიც დეველოპერული კომპანიის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, რათა მომავალში თქვენი არჩევანით კმაყოფილი დარჩეთ და გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეგექმნათ.

საქმიანობისა და გამოცდილების შესწავლა — ბინის ძიების პროცესში მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანიის ისტორიის, საქმიანობისა და გამოცდილების დეტალური შესწავლა. არ დაიშუროთ დრო და ენერგია კვლევაზე, რადგან სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს თქვენს მომავალ ცხოვრებას. გირჩევთ, გაეცნოთ კომპანიის განხორციელებულ პროექტებს, შეაფასოთ მათი ხარისხი, მოიძიოთ ინფორმაცია მმართველ გუნდზე, არქიტექტორებსა და დიზაინერებზე, შეისწავლოთ მათი გამოცდილება, მიდგომები, მუშაობის პრინციპი და ის ფასეულობები, რომლებსაც კომპანია ემყარება. ამავდროულად, კარგი იქნება მომხმარებელთა გამოხმაურებებისა და შეფასებების გაცნობა, კომპანიის სოციალური ქსელების დათვალიერება, რათა კომპანიის საიმედოობაში დარწმუნდეთ.

იურიდიული, ფინანსური მდგომარეობა და საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა — საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უმნიშვნელოვანესია დარწმუნდეთ კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და იურიდიული მხარის სისწორეში, რადგან სამწუხაროდ, ხშირია ფინანსური მაქინაციების შემთხვევები და სამართლებრივი პრობლემები. ამიტომ გირჩევთ, შეამოწმოთ დეველოპერული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. დარწმუნდეთ ყველა საჭირო ლიცენზიის და ნებართვის არსებობაში. ასევე, კომპანიის ხარისხსა და საიმედოობაზე მეტყველებს მისი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამშენებლო სექტორში აქტიური მონაწილეობა, რაც კომპანიის სტატუსს ამაღლებს.

პროექტის დეტალური ანალიზი — კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბინის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, საცხოვრებელი კომპლექსის საფუძვლიანი შესწავლაა. მნიშვნელოვანია, წინასწარ გაეცნოთ პროექტის გეგმას, არქიტექტურულ ნახაზებსა და ყველა საჭირო აღჭურვილობას. შეაფასოთ სამშენებლო მასალების ხარისხი, მათი ეკოლოგიურობა, ენერგოეფექტურობა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე უნდა დარწმუნდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხში. ამას გარდა, უნდა შეისწავლოთ უსაფრთხოების სტანდარტი და შენობის დაცულობა, რადგან ეს ფაქტორები შემდეგ დიდ გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა — ბინის შეძენისას უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსში ყველა სახის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს და გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონებს სთავაზობს მომხმარებლებს, რადგან თითოეული მათგანი კომფორტული, ჯანსაღი, მოსახერხებელი ცხოვრებისთვის აუცილებელია. დარწმუნდით, რამდენად არის გათვალისწინებული პროექტში კომერციული ზონები, სპორტ დარბაზები, დასასვენებელი, გასართობი ადგილები თუ კონსიერჟის მომსახურება, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო, კეთილმოწყობილი სივრცე შეარჩიოთ საცხოვრებლად.

სამომხმარებლო სერვისი — კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია დეველოპერული კომპანიის მომსახურების ხარისხის შეფასება, მათი ურთიერთობა დამკვეთთან, კომუნიკაციის სიხშირე და ყველა საჭირო სერვისის უზრუნველყოფა. გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მნიშვნელოვანია გადახდის პირობების გაცნობა და შესაძლო ფინანსურ შეღავათებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, რათა თქვენზე მორგებული შეთავაზება შეარჩიოთ.

ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული, საიმედო დეველოპერული კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპია”, რომელიც ლიეტუვური კაპიტალის მქონე ორგანიზაციაა და ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე პრემიუმ-კლასის კომპლექსს „ნამაი ვაკეს“  ფლობს. “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი” ლიდერ პოზიციას იკავებს თავისი მიდგომებით, სამომხმარებლო სერვისითა და საქმიანობით. მის მიერ განხოცრიელებული პროექტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურ, უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს, რაც ნებისმიერ მობინადრეს სასურველ გარემოს უქმნის კომფორტული, დაცული და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ მოვაწყოთ პატარა აივანი – 3 რჩევა ველისგან

დახვეწილი და ფუნქციური ინტერიერი ვაკეში — ქრისტინე მორჩაძის ნამუშევარი