in

რა უნდა გავითვალისწინოთ დასაკიდი უნიტაზის შეძენისა და მონტაჟისას?

დასაკიდი უნიტაზი მოთხოვნადი სანტექნიკის ელემენტია, რომელსაც თანამედროვე აბაზანის დიზაინში ხშირად იყენებენ. სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, ის არაერთი უპირატესობით სარგებლობს და ვიზუალურად ბევრად დახვეწილი, მიმზიდველი და საინტერესოა.

დასაკიდი უნიტაზი სივრცის დასუფთავებას ამარტივებს და ჰიგიენის შენარჩუნებას უწყობს ხელს — ჩასაშენებელ უნიტაზსა და იატაკს შორის სივრცე აადვილებს დალაგების პროცესს, რაც ხელს უშლის ბაქტერიების, ჭუჭყისა და მტვრის გავრცელებას. ამასთანავე, თავად უნიტაზის მოვლაც მარტივია, რადგან უნიტაზის ავზი და მექანიზმი კედელშია ჩაშენებული, რაც ამცირებს მათი დაზიანების რისკებს და მარტივი გასასუფთავებელია.

დასაკიდი უნიტაზი სტანდარტულთან შედარებით, სივრცეს ზოგავს — იმის გამო, რომ ჩასაშენებელი უნიტაზის კონსტრუქცია იატაკზე არ მონტაჟდება და კედელშია მოთავსებული, დიდ ადგილს ზოგავს და სივრცეს ბევრად მოცულობითს ხდის, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია მცირე აბაზანის პირობებში.

ამ მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა მისი კომფორტული გამოყენება და მრავალფეროვანი დიზაინია — სტანდარტული უნიტაზისგან განსხვავებით, დასაკიდი უნიტაზის სიმაღლე მომხმარებლის მოთხოვნილებებს ერგება და მონტაჟის დროს მისი რეგულირება შესაძლებელია. ასევე, ბაზარზე ხელმისაწვდომია დასაკიდი უნიტაზის მრავალფეროვანი დიზაინის, სტილისა თუ ფერის მოდელები, რის გამოც ნებისმიერი ტიპის ინტერიერს ერგება და მიმზიდველ ფუნქციურ ელემენტს ქმნის.

დასაკიდი უნიტაზის შეძენამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

უნიტაზის ზომა და უნიტაზის სამაგრი ღერძის (“შტირების”) განლაგება — მნიშვნელოვანია წინასწარ გაზომოთ უნიტაზისთვის განკუთვნილი ადგილი და ამის მიხედვით შეარჩიოთ მოდელი, რათა პროდუქტი ზუსტად ერგებოდეს სივრცეს. ასევე, გასათვალისწინებელია სამაგრი ღერძის განლაგება და მათ შორის მანძილი, რომელიც 18 სმ-ს ან 23 სმ-ს აღწევს, ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემდგომ სამონტაჟო სამუშაოებზე და უნიტაზის სწორ ინსტალაციაზე.

ტექნიკური შემოწმება — პირველ რიგში, პროდუქტის შეძენამდე შეამოწმეთ, კედელში რამდენად არის საკმარისი სივრცე ჩასაშენებელი ავზისთვის. ასევე გასინჯეთ კონსტრუქციის სიმყარე და მდგრადობა. გაითვალისწინეთ წყლის მიწოდების წერტილების მდებარეობა და მათ ეფექტურ მუშაობაში დარწმუნდით.

მასალის ხარისხი და მწარმოებელი — კარგად შეისწავლეთ უნიტაზის მასალა, მისი სიმტკიცე და ეკოლოგიური სისუფთავე, ასევე მოიძიეთ ინფორმაცია მწარმოებელ ბრენდზე და პროდუქტის ექსპლუატაციის ვადებზე.

დიზაინი და სტილისტიკა — დასაკიდი უნიტაზი ინტერიერთან მიმართებით შეარჩიეთ და მას მიუსადაგეთ, რათა ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული დანიშნულებაც შეასრულოს და სივრცე გაალამაზოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ დასაკიდი უნიტაზის მონტაჟის დროს?

ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟისას გასათვალისწინებელია მონტაჟის ეტაპების თანმიმდევრობა — პირველ რიგში, მონტაჟდება უნიტაზის ავზი, შემდეგ კონსტრუქცია თაბაშირ-მუყაოს პროფილებით იფუთება, საბოლოოდ კი ზედაპირის ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს.

მონტაჟისას გასათვალისწინებელია უნიტაზის სიმაღლეც, რომელიც მოპირკეთებული იატაკიდან დაახლოებით 32-34 სმ-ზე უნდა იყოს მოთავსებული, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია არასტანდარტული სიმაღლის აღება და უნიტაზის მორგება მაცხოვრებლის საჭიროებებზე.

ასევე აუცილებელია, რომ ინსტალაციისას ავზი მყარად იყოს მიმაგრებული კედელს, თაბაშირ-მუყაოს პროფილები კი უშუალოდ კონსტრუქციას ებჯინებოდეს, რათა მათ შორის სიცარიელე არ დარჩეს და უნიტაზმა გამოყენებისას არ იმოძრაოს.

მნიშვნელოვანი ეტაპია კედლის გალესვაც, რომელზეც უნიტაზის კონსტრუქცია მონტაჟდება, რათა ავზი მტკიცედ მოთავსდეს კედლის საფარში და სიმყარე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი კედლის შელესვა ვერ ხერხდება, აჯობებს სამაგრი ღერძის ადგილები გაილესოს, რათა მოწყობილობამ არ იმოძრაოს და მოხმარებისას არ დაზიანდეს.

რუბრიკის წარმომდგენია მაქსთერმი

ავტორი: მეკო მეტრეველი

SHARE Georgia-ს 2024 წლის ფორუმის კიდევ ერთი მომხსენებელი Jan Knikker იქნება

მარტივი და სადა ფორმებით შექმნილი განსხვავებული დიზაინი კრწანისში — „OA studio”-ს ნამუშევარი