in

როგორ შევქმნათ უნიკალური სივრცე კონტრასტული ელემენტების დახმარებით

უნიკალური, განსხვავებული და სახასიათო სივრცის შესაქმნელად დიზაინში ხშირად გამოიყენება კონტრასტული ელემენტები — განსხვავებული ფერის, ფორმის, ფაქტურისა და დიზაინის მასალები, ავეჯი თუ დეკორი, რომელთა ჰარმონიული სინთეზი ორიგინალურ გარემოს და ყველასგან გამორჩეულ ინტერიერს განაპირობებს. კონტრასტულ სივრცეში შესაძლებელია უფრო ნათლად გამოიხატოს მაცხოვრებლის ინტერესები, ხასიათი თუ განწყობა და სახლმა ბევრად ცოცხალი, ავთენტური და ორგანული სახე მიიღოს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში კონტრასტული ელემენტების გამოყენების რამდენიმე საინტერესო მეთოდს გაგიზიარებთ, რომელთა დახმარებითაც თქვენს სახლს ნამდვილად უნიკალურ ადგილად აქცევთ.

კონტრასტული ფერების შეხამება

სივრცეში კონტრასტის შესაქმნელად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა განსხვავებული ფერების გამოყენება და მათი საინტერესო შეხამებაა, რაც ინტერიერს ახალისებს და ეფექტურს სახეს სძენს. კონტრასტული ფერების კომბინაცია ვიზუალურ ინტერესს მატებს სივრცეს, მაგრამ ამავვე დროს შესაძლოა მძიმე, დატვირთული ატოსფერო შექმნას, ამიტომ აუცილებელია ბალანსის პოვნა, რათა ინტერიერმა სიმსუბუქე შეინარჩუნოს. დიზაინერები გვირჩევენ, მთავარ ტონად ავირჩიოთ ღია, ნეიტრალური ფერები, ხოლო კედლის დეკორის, ავეჯის, აქსესუარების სახით მას მკვეთრი, მუქი და ცოცხალი ფერები შევუხამოთ. ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ, ბალანსის დაცვაში დაგვეხმარება, მეორე მხრივ კი გარემოს მოწყენილობისა და ერთფეროვნებისგან დაიცავს და მას ბევრად მომხიბვლელს გახდის.

დივანი: red-edition

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

განსხვავებული მასალებისა და ფაქტურების გამოყენება

თანამედროვე დიზაინში უპირატესობა მრავალფეროვანი მასალების, ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუსაბამო ფაქტურების გამოყენებას ენიჭება. განსხვავებული მოსაპირკეთებელი თუ დეკორის ელემენტები სივრცეს გაცილებით მეტ სიღრმესა და საინტერესო ხასიათს ანიჭებს, ამიტომ უმჯობესია, ექსპერიმენტების ჩატარებას არ მოერიდოთ. ინტერიერში შემოიტანეთ კონტრასტული ელემენტები სხვადასხვა ფაქტურის დახმარებით, როგორიცაა — ხე, მარმარილო, მინა, უხეში ქვა. ერთმანეთს შეუხამეთ გლუვი და ხორკლიანი ზედაპირები, განსხვავებული წყობისა და პრინტის დეტალები. ბალანსის მისაღწევად სასურველია მძიმე ფაქტურები აქცენტირებული წერტილების სახით გამოიყენოთ, მაგალითად — ხე იატაკსა და ავეჯზე, მარმარილო კი ავეჯზე, სააბაზანოს იატაკსა და კედლებზე. ხოლო მსუბუქი ტექსტურები და ტექსტილი ინტერიერის გასალამაზებლად, საინტერესო დეტალების შესაქმნელად დაიხმარეთ.

მაგიდა: MIDJ

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

განსხვავებულ სტილთა სინთეზი

უნიკალური სივრცის მისაღებად კიდევ ერთი მეთოდი დიზაინში სხვადასხვა სტილის გამოყენებაა, რაც ფერებით, მასალებით, ავეჯით, დეკორითა და მოსაპირკეთებელი პროდუქტებით გამოიხატება. ეკლექტური დიზაინი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ორიგინალური და გამორჩეული სივრცის მისაღებად. ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ, ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას არ მივყვეთ, თავი არ შევიზღუდოთ და სხვადასხვა სტილისტიკის ელემენტები აქტიურად შემოვიტანოთ სივრცეში. მაგალითად, საინტერესო იქნება თანამედროვე და კლასიკური დეტალების სინთეზი, სკანდინავიური და ინდუსტრიული დიზაინისთვის დამახასიათებელი შტრიხების გაერთიანება, რაც თქვენს სახლს განსხვავებულ იერს და ეფექტურ სახეს შემატებს.

სავარძელი: Bloomingville

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

კონტრასტული ფორმების გამოყენება

მრავალფეროვანი ფორმების ინტერიერში შემოტანა შესანიშნავი გზაა სივრცეში კონტრასტის დასამატებლად. სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის დეტალები ავეჯისა და დეკორის სახით, ერთგვარად წონასწორობის განცდას შექმნის სახლში. მომრგვალებული ფორმის სავარძლები, კუთხოვანი მაგიდები და არაპროპორციული სანათები ფორმებით თამაშის შესაძლებლობას მოგცემთ და კონკრეტული ზონების გამოკვეთაში დაგეხმარებათ, ამასთანავე კი თქვენს დეკორაციას გაამდიდრებს და სახლს საინტერესო იერს მიანიჭებს.

სკამი: Frag

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 ფერი, რომელიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ტყის სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში