in

Daniel Rubinetterie – სანტექნიკისა და აბაზანის აქსესუარების ინოვაციური ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე

თანამედროვე დიზაინში სანტექნიკის ელემენტები, შემრევები, საშხაპე სისტემები თუ აბაზანის აქსესუარები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად იქცა და ფუნქციურ დანიშნულებასთან ერთად, მნიშვნელოვანი დეკორატიული დატვირთვა შეიძინა, რომელიც ინტერიერის იერსახესა და ესთეტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია იტალიურმა ბრენდმა – Daniel Rubinetterie-მ მოახდინა, რომელმაც ხარისხიანი, მდგრადი მიდგომებით, კრეატიული გადაწყვეტილებებითა და მრავალფეროვანი დიზაინით არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში ფართოდ გაითქვა სახელი.

Daniel Rubinetterie მე-20 საუკუნეში, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში დაარსდა და ბაზარზე მისი გამოჩენა იტალიის ეკონომიკური აღმავლობის პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში მრეწველობა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდებოდა. დაარსების დღიდან, შემოქმედებითმა გუნდმა მიზნად დაისახა შემრევებისა და აბაზანის აქსესუარების მიმართ კლასიკური მიდგომების შეცვლა და ახალი, პერსონალიზებული, ინოვაციური პროდუქტის წარმოება, რომელიც თითოეული მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებსა და გემოვნებას აკმაყოფილებს.

Daniel Rubinetterie მასალებისა და ტექნოლოგიების ჰარმონიული სინთეზით ქმნის საუკეთესო კომბინაციებს ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის მიმართულებით და აერთიანებს სხვადასხვა დიზაინისა და სტილის შემრევებს, საშხაპე სისტემებსა თუ აბაზანის აქსესუარებს. იტალიური ბრენდი რამდენიმე უპირატესობით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სანტექნიკის სექტორში და ბაზარზე ლიდერ პოზიციას მრავალი წელია ინარჩუნებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა და მაღალი ხარისხი — Daniel Rubinetterie-თვის მნიშვნელოვანია მდგრადი დიზაინი, უმაღლესი ხარისხის მასალები და დამუშავების ტექნოლოგია, ამიტომ კომპანიაში წარმოების პროცესი მკაცრად კონტროლდება. ამავდროულად, ბრენდის მუშაობის პრინციპი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, რის გამოც პროდუქცია ეკოლოგიური სისუფთავითა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებლებში მაღალი სანდოობით სარგებლობს.

ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე ტექნოლოგიები — როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალიური ბრენდი ინოვატორად ითვლება სანტექნიკის მიმართულებით, რადგან მან შემრევებისა და საშხაპე სისტემების მიმართ კლასიკური დამოკიდებულება შეცვალა და ისინი ხელოვნების ნამდვილ შედევრებად აქცია, რომელშიც გაერთიანებულია როგორც იტალიური დიზაინის ტრადიციული გამოცდილება, ასევე უახლესი მიდგომები. Daniel Rubinetterie-ის კოლექციები თანამედროვე ტექნოლოგიური მახასიათებლებითაც გამოირჩევა და აღჭურვილია სენსორული, ჭკვიანი სისტემებით, ციფრული კონტროლერებითა და ტემპერატურისა და წნევის მარეგულირებელი საშუალებებით, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.

მრავალფეროვანი სახეობა — Daniel Rubinetterie-ის პროდუქციაში შეხვდებით საშხაპე სისტემებს, შემრევებს, ჰიგიენურ შემრევებს, სპასა და აბაზანის აქსესუარებს. მომხმარებლებს მრავალფეროვანი კოლექციიდან მარტივად შეუძლიათ სასურველი ფორმის, ზომისა და დანიშნულების შემრევებისა და საშხაპე სისტემების შერჩევა ჩასაშენებელი, დასადგამი თუ გარე ინსტალაციის მოდელებიდან, რომლებიც იდეალური ტექნიკური, ფუნქციური და ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და ნებისმიერი ტიპის ინტერიერს ერგება.

დიზაინის ფართო სპექტრი — გარდა ტექნიკური ნაწილისა, Daniel Rubinetterie-ის პროდუქცია მრავალფეროვანი ესთეტიკური ხაზით გამოირჩევა. ბრენდის კოლექციაში გვხვდება როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე და ვინტაჟური მოდელები, რომლებიც 30-მდე ფერშია ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს არჩევანი უმარტივდება, რადგან იტალიური ბრენდის ნაწარმი ნებისმიერი სტილის, ესთეტიკისა თუ დიზაინის ინტერიერს ადვილად ესადაგება და მნიშვნელოვან დეკორატიულ წერტილებს ქმნის.

საყოველთაოდ აღიარებული იტალიური ბრენდის, Daniel Rubinetterie-ის სანტექნიკისა და აბაზანის აქსესუარების შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმში — „Mosaics“-შია შესაძლებელი, სადაც ევროპული წამყვანი ბრენდების ესთეტიკურად, ფუნქციურად, ტექნოლოგიურად და ხარისხით გამორჩეული პროდუქციაა წარმოდგენილი.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ გავხადოთ სახლი “უფრო სკანდინავიური” — 5 მეთოდი ჩრდილოური სტილის შესაქმნელად

საძინებელი საინტერესო აქცენტით – პროექტები საქართველოდან