სულ რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა ღონისძიება homeis.gathering-ის გამომსვლელთა ვინაობა. წლევანდელი “შეკრების” სპიკერების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
ენრიკე მასკორტი (Ricardo Bofill Taller de Arquitectura) |
ნატალია ნებიერიძე (MUA) |
გიორგი ზაუტაშვილი (R 312 architects) |
მარიამ მენაბდე (კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი) |
ნინო ლეგაშვილი (საერთაშორისო ბრენდების რეგიონული მენეჯერი ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში) |
გიორგი მამასახლისი (Nakanimamasakhlisi) |
რომან ქრისტესიაშვილი (UN Studio) |
ნიკოლოზ ჯაფარიძე (Architects of Invention) |
ამას გარდა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიებას დაემატა პანელური დისკუსიის ფორმატიც, რომელსაც მოდერატორობას მარიამ მენაბდე გაუწევს. პანელისტებს შორის კი წარმოდგენილი იქნებიან გაგა კიკნაძე (Architects.ge), თამაზ გიორგაძე (Extendo) და ანა ბიბილაშვილი (ANNDESIGN, Eastern Regional Director of AIA EUROPE), რომლებიც იმსჯელებენ თემაზე – “ურბანული ანაბეჭდი დროსა და სივრცეში”.
ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.
კორპორატიული შესყიდვების მსურველებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინვოისი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge
ინვოისის მისაღებად დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის გადაგზავნა: შემსყიდველი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, VELI.store, ss.ge, Zeekr
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, თიბისი კონცეპტი, Office Technologies, ალდაგი, არქთრეიდი