ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. მოვლენას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრების” მოწყობა გადაწყვიტა. მაშ ასე, 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ შეკრებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ამჯერად, „homeis შეკრების“ მთავარი თემა გახლავთ „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ღონისძიებას ეყოლება სპეციალურად მოწვეული სპიკერები, ასევე, გათვალისწინებულია პანელური დისკუსიების ნაწილიც. აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.
„homeis შეკრების“ პარტნიორია კომპანია „ცელსიუსი“. ღონისძიების მხარდაჭერაზე „ცელსიუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო ახალაია გვესაუბრა.
თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში შეკრებები და ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ამ დარგების განვითარებისთვის. პირველ რიგში, ეს არის ცოდნის გაზიარება, იდეების გაცვლა, გამოცდილება და ახალი ტენდენციები. ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა, ახალი იდეებისა და მიდგომების გაცნობა.
მსგავსი ღონისძიებები საშუალებას აძლევს ქართველ პროფესიონალებს წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები. დისკუსიები ხელს უწყობს ინდუსტრიის სტანდარტების განვითარება, საერთო სტანდარტებისა და პრაქტიკების ჩამოყალიბებას. რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს ეკონომიკური სარგებელიც: ღონისძიებები ზრდის ინტერესს დარგის მიმართ, რაც ახალ პროექტებსა და ინვესტიციებში შეიძლება აისახოს.
რატომაა „ცელსიუსისთვის“ მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?
გათბობა-გაგრილების ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძების პარტნიორობა, რადგან ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა შევუქმნათ ადამიანებს კომფორტი მათ სახლებსა თუ ოფისებში. ღონისძიება კი პირდაპირ უკავშირდება შენობების ფუნქციურობასა და კომფორტს. ცელსიუსის გათბობა-გაგრილების სისტემები პირდაპირ პასუხობს თანამედროვე არქიტექტურულ და დიზაინერულ გადაწყვეტილებებს, რაც ზრდის ჩვენი პროდუქციის მიმზიდველობას. ჩვენს ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის დიზაინზე მუშაობენ იტალიელი დიზაინერები, რათა ნებისმიერი ოჯახისთვის მიმზიდველი და პრაქტიკული იყოს პროდუქციის ვიზუალი .
გათბობა-გაგრილების სისტემები ფუნდამენტურ როლს ასრულებს სახლის კომფორტის უზრუნველყოფაში, როგორიცაა: ტემპერატურის კონტროლი, ჰაერის ხარისხი, ტენიანობის კონტროლი, ენერგოეფექტურობა, მოქნილობა სხვადასხვა სივრცისთვის, ჭკვიანი კონტროლი, სეზონური ადაპტაცია, ჯანმრთელობის დაცვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მსგავს ღონისძიებებში ჩვენი ჩართულობა განსაკუთრებით საინტერესოა, დიზაინერების და არქიტექტორების როლი მნიშვნელოვანია ჩვენს სექტორში.
წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და რას უმზადებთ სტუმრებს?
გვინდა ჩვენი „ანაბეჭდი“ დავტოვოთ ღონისძიებაზე, რომელიც ემსახურება ეკოლოგიაზე ზრუნვას, ენერგოეფექტურ პროდუქციის პოპულარიზაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს გათბობა- გაგრილების სისტემებში. სწორედ ამ მიმართულებით წარვდგებით „homeis შეკრებაზე“.
ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხოლო ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 19 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ღონისძიების წარმდგენია: ლისი დეველოპმენტი.
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, veli.store, ss.ge, ზიკერ საქართველო.
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies, TBC Concept, ალდაგი, Archtrade, BUILDY.