in

სუბურბან საგურამო და ლისი – ეკომეგობრული საცხოვრებელი უბნები კოლიერსისგან

„სუბურბანი” – ეს არის დეველოპერული პროექტების ახალი სერია, რომელსაც „კოლიერსი” ახორციელებს. სერიის ფარგლებში ორი დიდი საცხოვრებელი უბანი შენდება, ერთი საგურამოში, მეორე კი – ლისზე. ეს ადგილმდებარეობები შემთხვევით არ არის არჩეული, რადგან ორივე პროექტი ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იქმნება და დაინტერესებულ მომხმარებელს სრულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

საგურამოს ტერიტორია იმითაა გამორჩეული, რომ შეგიძლიათ, შეიქმნათ ურბანული კომფორტი ქალაქგარეთ, აიშენოთ თქვენი ოცნების სახლი, რომელიც ყველა საჭიროებას ითვალისწინებს. ესენია: რეკრეაციული ზონა, კორტები, სპორტული მოედანი, ორანჟერეა, სამუშაო სივრცეები, კაფე, ველობილიკი და სხვა.

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის გარშემო მრავალი საინტერესო სანახაობაა. პირველ რიგში, მყინვარის ხედი, რომელსაც საგურამოს საცხოვრებელი უბანი პირდაპირ უყურებს. ასევე, აქვეა თბილისის ეროვნული პარკი, რაც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო ჯანსაღსა და სანახაობრივს ხდის.

სახლები, რომლებიც საგურამოში იქნება წარმოდგენილი, საერთო წესების დაცვით აშენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მობინადრემ უნდა გაითვალისწინოს ერთიანი ვიზუალი. ეს შექმნის ესთეტიკურ გარემოს, რომელიც უბანს უფრო დახვეწილად წარმოაჩენს.

რაც შეეხება სუბურბან ლისის დახასიათებას, მობინადრეს აქაც ყველა ტიპის კომფორტი დახვდება. ის ლისის ტბიდან 800 მეტრში მდებარეობს და ახლოს აქვს ისეთი ობიექტები თუ სივრცეები, როგორებიცაა: იპოდრომი, პადელის კორტები და კარტინგი. უბანი ახლოს მდებარეობს სკოლებთანაც, სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზე, ამიტომ თუ სკოლის ასაკის შვილები გყავთ, შორი გზა არ შეგიქმნით დისკომფორტს. თავად პროექტის ტერიტორიაზე, როგორც საგურამოში, აქაც გათვალისწინებული კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა და ველობილიკი.

სუბურბან ლისიც და საგურამოც  დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი პროექტებია, რომლებიც მწვანე გარემოში ცხოვრების კონცეფციას ეფუძნება და მობინადრეებს სთავაზობს სრულ პაკეტს: როგორც ინფრასტრუქტურის, ისე კომუნიკაციების სისტემის კუთხით. ორივე მათგანის მშენებლობა უკვე დაწყებულია და სასურველი ნაკვეთის შეძენაც უკვე შესაძლებელია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: +99577 308 989 | contact@suburban.ge

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პროექტებს კოლიერსი ახორციელებს, რომელიც უკვე მეათე წელია, რაც საქართველოში ოპერირებს, ჯამში კი 21-წლიან გამოცდილებას მოიცავს. ის წარმოდგენილია 65 ქვეყანაში და მომხმარებელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

საგურამოს პროექტი

ლისის პროექტი

[R]

მცირე ზომის ბინა ფერადი და კლასიკური აქცენტებით ქანთარიას ქუჩაზე — ცისია ბებურიშვილის ნამუშევარი

Buildy ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია