in

IKEA-ს ავეჯის 5 მოდელი თქვენი ვინილის ფირფიტების შესანახად

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შვედური ბრენდი IKEA ფართოდ აღიარებულია თანამედროვე დიზაინის მზა და ასაწყობი ავეჯით, სამზარეულოს მოწყობილობებითა თუ სახლის აქსესუარებით. ბრენდი ორიენტირებულია ხელმისაწვდომ პროდუქციაზე, რომელიც მომხმარებელთა ფართო სეგმენტზეა გათვლილი, მისი ავეჯი და აქსესუარები კი კომფორტულობით, მონტაჟის სიმარტივით და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა. IKEA-ს ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი ხაზი სხვადასხვა ტიპის ტევადი სათავსოებია, რომლებიც მიმზიდველობით და კომპაქტურობით ხასიათდება. მუსიკის მოყვარულებსა და მელომანებს დღევანდელი სტატია განსაკუთრებით დააინტერესებთ, რადგან დღეს გიყვებით შვედური ბრენდის იმ საინტერესო მოდელებზე, რომლებიც თქვენი ფირფიტების შესანახად და მათთვის საგანგებო ადგილის მისაჩენად იდეალური გადაწყვეტილება იქნება.

მასიური კედლის კარადა

აღნიშნული მოდელი, რომელიც ფუნქციურ სათავსოს ქმნის, ღია თაროებით არის დაკომპლექტებული და ორი განყოფილებისგან შედგება, რაც მის ტევადობას უზრუნველყოფს. სხვადასხვა სიმაღლის თაროები საშუალებას გაძლევთ, მოდელი არა მხოლოდ მუსიკალური ფირფიტებით დატვირთოთ, არამედ მასზე წიგნები, ჭურჭელი, მცენარეები თუ დეკორატიული ელემენტები განათავსოთ, რაც მეტ მომხიბვლელობასა და საინტერესო იერს შესძენს ავეჯს და მას მეტად პრაქტიკულს გახდის. მისი დიზაინისა და კომპაქტურობის წყალობით აღნიშნული პროდუქტის განთავსება შეგიძლიათ როგორც შემოსასვლელ, ასევე მისაღებ თუ საძინებელ ზონაში. დამატებითი დეკორაციისთვის შესაძლებელია კარადაზე განათებაც დამონტაჟდეს და ინტერიერში ორიგინალური აქცენტი გამოიკვეთოს.

თანამედროვე დიზაინის კონსოლი

ფირფიტების შესანახად იდეალური იქნება IKEA-ს კიდევ ერთი მოდელი KALLAX-ის კოლექციიდან, რომელიც მინიმალისტური, თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მისი ესთეტიკური მომხიბვლელობის, ფერისა და ხარისხიანი მასალის გარდა, ეს ფუნქციური ავეჯის ელემენტი ტევად სათავსოს შექმნის თქვენი ვინილებისთვის. ამავდროულად მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მასზე თავად ფირსაკრავისა და ხმის გამაძლიერებლების მოთავსებას შეძლებთ და მუსიკალურ კუთხეს მოიწყობთ, რომელიც ყველა საჭირო პროდუქტით იქნება აღჭურვილი.

მეტალის ღია თარო

მელომანებისთვის მყუდრო და სასიამოვნო სივრცის მოსაწყობად კიდევ ერთი ხერხი IKEA-ს მეტალისა და ხის ფაქტურის ღია თაროს გამოყენებაა, რომელიც საკმაოდ ფუნქციური და ტევადია. მასზე თავისუფლად განლაგდება როგორც თქვენი ფირფიტების მთელი კოლექცია, ასევე ფირსაკრავი და დამხმარე მუსიკალური ელემენტები. მასიური და ამავდროულად მოსახერხებელი ზომის გამო, სათავსოზე შესაძლებელია წიგნების მოთავსება და სხვადასხვა დიზაინ-ობიექტისთვისაც ადგილის მიჩენა. კარადა საინტერესო დანამატი იქნება თქვენი ინტერიერისთვისაც ბევრად საინტერესო და მიმზიდველი იერის მისაცემად.

კედლის დაბალი ტევადი სათავსო

IKEA-ს კოლექციის კიდევ ერთი მიმზიდველი მოდელია დაბალი სათავსო, რომელიც შეგიძლიათ კედლის მთელ სიგრძეზე განათავსოთ და აქცენტირებული ელემენტი შექმნათ ინტერიერში. აღნიშნული პროდუქტი უმჯობესი იქნება დიდი ზომის ფირფიტების კოლექციებისა და ალბომებისთვის, რათა ეს სივრცე სრულად თქვენს მუსიკალურ კუთხეს დაუთმოთ. ამასთანავე, მისი დახმარებით ოთახს სიმყუდროვეს შემატებთ და მას სასიამოვნო ატმოსფეროს შეუქმნით ბინაში.

დასაკიდი მცირე ზომის თარო

სამუშაო ოთახსა თუ საძინებელში მუსიკალური სივრცის მოსაწყობად კიდევ ერთი ხერხია IKEA-ს დასაკიდი, ფუნქციური და კომპაქტური თაროს გამოყენება, რომელიც კედლის ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს და თქვენი ფირფიტებისა და ალბომებისთვის იდეალურ ადგილს შეგიქმნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოდელი დიდ ადგილს არ იკავებს და კედელზე განთავსებით სივრცეს ზოგავს, რაც განსაკუთრებით სასარგებლო მცირე ზომის ოთახებშია. ამას გარდა, მას თავისუფლად გამოიყენებთ წიგნების სათავსოდაც და ინტერიერს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდით.

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

შავად შეღებილი კედლები: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ორი ჰოლანდიელი დიზაინერის თბილისური ესთეტიკით შთაგონებული ფერადი სახლი ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე