არსებობს არქიტექტურა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში შეუმჩნეველ წერტილად, უბრალო შენობად რჩება, მეორე მხრივ კი არსებობს ხელოვნება, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველში და აღტაცების საგნად იქცევა. სწორედ ასეთი ნაგებობები რჩება ისტორიას და კონკრეტული ადგილის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა.
გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა თავის თავში აერთიანებს ფუნქციონალიზმსა და ესთეტიკას, ხასიათსა და განწყობას, ოსტატობას, ტრადიციასა თუ ინოვაციას და ქმნის ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს, საგანს, რომელიც შთაგონებულია შენებით…
სწორედ ასეთ არქიტექტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლეგენდარული ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის ავტორობით შექმნილი საცხოვრებელი სახლი, რომელიც „მწვანე ქალაქი ლისზე” მესამე უბანში მდებარეობს და რომელსაც სამშენებლო კომპანია „მეტტა“, „ლისი დეველოპმენტის“ დაკვეთით ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს შენობა არის რიკარდო ბოფილის ერთადერთი ნამუშევარი საქართველოში. მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხელოვანს მსოფლიოს მასშტაბით 1000-მდე სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. პოსტმოდერნისტი არქიტექტორი სახასიათო ხელწერით, ახალი სამშენებლო ტექნიკის დანერგვით, კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზით, განსხვავებული კონცეფციებით და მინიმალისტური ესთეტიკით გამოირჩევა. მას „ფერებით მეტყველ არქიტექტორსაც” უწოდებდნენ, რადგან მის არქიტექტურაში ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. ბოფილის შემოქმედება კონკრეტული ქალაქისა და ხალხის ხასიათს გადმოგვცემს, ამიტომ მისი არქიტექტურა ინდივიდუალური სტილის და კონკრეტული იდეის მატარებელია. რიკარდო ბოფილის არც ერთი ნაგებობა არ არის მხოლოდ შენობა, არამედ ისტორია, ურთიერთობები და ხელოვნებაა, რომელიც შენებით არის შთაგონებული.
“ლისი დეველოპმენტისა” და რიკადრო ბოფილის არქიტექტურული სახელოსნოს კოლაბორაციით შექმნილ საცხოვრებელ სახლს სამშენებლო კომპანია “მეტტა ” აშენებს. შენობა მრავალი არქიტექტურული თუ ესთეტიკური ნიშნით იქცევს ყურადღებას და ქართულ ბაზარზე სამშენებლო მიდგომების ეფექტური გადაწყვეტებით ხასიათდება. ნაგებობა, რომლის სრულ სამშენებლო მომსახურებას “მეტტა” უზრუნველყოფს, წინასწარ ჩამოსხმული ბეტონის მოაჯირების მასშტაბური გამოყენებით გამოირჩევა, რაც კომპანიისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რომელსაც “მეტტა” წარმატებით უმკლავდება როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ფერის მიღების კუთხით, რომელიც სრულ ჰარმონიაშია რელიეფთან.
პროექტის კონცეფცია ღიაობის პრინციპს ეფუძნება, შესაბამისად, საცხოვრებელი ღია სივრცეებით, უხვი ბუნებრივი განათებით და ტერასების გეომეტრიული განაწილებით გამოირჩევა. ნაგებობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი ბოფილის სტილისთვის დამახასიათებელი ფერია, რომელიც სპეციალურად შექმნილი პიგმენტით არის მიღებული.
ხაზგასასმელია ისიც, რომ რიკარდო ბოფილის შენობა “ლისი დეველოპმენტის” საცხოვრებელ კომპლექსში, “მწვანე ქალაქი ლისზე” შენდება, რომელიც განვითარებულია 80/20 პრინციპით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტში 80% გამწვანებას, მხოლოდ 20% კი შენობებს ეთმობა. ასევე, საცხოვრებელი დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებითაც ხასიათდება და ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 150მ² ფართობის საერთო სივრცე იქმნება, რაც მოიცავს არსებულ პარკებს, სკვერებს, მწვანე ზონებს, აუზის ტერიტორიას, საბავშვო-სათამაშო სივრცეებს და დამატებით ინფრასტრუქტურას.
კომპანია “მეტტა“, რომელიც რიკარდო ბოფილისა და “ლისი დეველოპმენტის” კოლაბორაციით შექმნილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უზრუნველყოფს, ქართულ ბაზარზე ინდივიდუალური ხედვითა და მიდგომით გამოირჩევა, რაც მის თითოეულ ნამუშევარში ვლინდება და შენებით შთაგონებული მშენებლობით გამოიხატება. „მეტტას” ფილოსოფია და სლოგანი სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება — „შთაგონებული შენებით”, რაშიც კომპანიის იდენტობა, მუშაობის პრინციპი და შემოქმედებითი ხედვა იგულისხმება.
[R]