in

კომპანია “ახალი ნათება” 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 7 დან 20 ოქტომბრის ჩათვლით “ახალი ნათება” და “ავეჯის სალონი  ფორუმი”  მომხმარებელს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს როგორც გასანათებელ მოწყობილობებზე, ისე ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტზე. აქციით სარგებლობა კი მომხმარებლებს შეეძლებათ “ახალი ნათების” ფილიალებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ “ახალი ნათების” მოღვაწეობის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება და დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მომხმარებელთა განსაკუთრებულ სიყვარულსა და ლოიალურობას.

კომპანიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული  იყო ბაზარზე წარმოედგინა მოწინავე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად ქმნის.

ხაზგასასმელია, რომ კომპანიას ბაზარზე 17 ფილიალი აქვს თბილისსა და რეგიონებში, დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს მძლავრ სასაწყობე ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას.

[R]

გეომეტრიულ ხაზებზე დაფუძნებული დიზაინი მარშალ გელოვანის გამზირზე — ანა სარალიძის ნამუშევარი

რომელი ფერების გამოყენება ჯობია სამუშაო სივრცის მოსაწყობად?