in

საძინებელი ინდივიდუალური საგარდერობო სივრცით — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ქართული პროექტებიდან

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

იმისათვის, რომ საძინებელი მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული იყოს, მნიშვნელოვანია საგარდერობო ზონის დაპროექტებაც, რომელიც საძინებელთან გაერთიანდება და მის ყოველდღიურ გამოყენებას გაგვიმარტივებს. საძინებელი ოთახი, რომელსაც საგარდერობო ზონა აქვს, სივრცეს ბევრად ორგანიზებულს, მოწესრიგებულსა და მოსახერხებელს ხდის. ამავდროულად, მომზადებისთვის საჭირო დროს ზოგავს, რადგან საძილე ზონასთან ახლოს, ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა საჭირო ნივთი. ამას გარდა, ვიზუალურად ბევრად ეფექტურსა და საინტერესოს ხდის ოთახს, დამატებითი ინტერიერის ელემენტს ქმნის სივრცეში და მის იერსახეს მრავალფეროვნებას მატებს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ნამუშევარს ქართული პროექტებიდან, რომლებიც თქვენი საგარდერობო და საძინებელი ზონის მოწყობაში დაგეხმარებათ.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი სტრასბურგის შემოგარენში

ბუნების და ადამიანების სიყვარულით შექმნილი ლანდშაფტის არქიტექტურა — ინტერვიუ ნინო შენგელიასთან