ლამინირებული იატაკი ფასის, შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტის, ექსპლუატაციის პერიოდისა და დაგების სიმარტივის ოპტიმალური შერწყმის წყალობით საკმაოდ მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს ბაზარზე. დღეს თბილისის 5 ადგილი გვინდა შემოგთავაზოთ, სადაც ლამინირებული იატაკის ფართო არჩევანი გელოდებათ.
მაღაზია გაგარინის 18 ნომერში მდებარეობს. ამ მულტიბრენდულ შოურუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ და სხვადასხვა ლამინირებული საფარის ფონზე, სხვა პროდუქციაც დაათვალიეროთ. შესაძლებელია აქ ახალი იდეებიც კი დაგებადოთ.
2. Parquet Service Ge/პარკეტ სერვისი – Dani/დანი
სამტრედიის ქ. N50 – ში მდებარეობს, აქ ფართო არჩევანი გელოდებათ და გამოცდილი პერსონალისგან სასარგებლო რჩევებსაც მიიღებთ.
3. პარკეტი N1
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 101 ნომერში მდებარე ეს მაღაზია იატაკის საფარების ნამდვილი ოაზისია. აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს და აქაური კონსულტანტების აზრი მოისმინეთ.
4. “გერმანული სახლი/Deutsches Haus”
ის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამთო ქიმიის უკან მდებარეობს . 15 წელზე მეტია ეს კომპანია ბაზარზე გერმანული ხარისხისა და კონკურენტული ფასების შეთავსებას ცდილობს. ეწვიეთ მათ და შესაძლებელია რასაც ეძებთ სწორედ აქ იპოვოთ.
5. “იდეალი/IDEAL“
ეს სავაჭრო ცენტრი აღმაშენებლის ხეივნის 71 ნომერში მდებარეობს, აქ სხვა მრავალ პროდუქტთან ერთად ლამინირებული საფარების ფართო არჩევანიცაა, გირჩევთ ეწვიოთ ამ ადგილს და შეძენამდე აქ შემოთავაზებული ვარიანტებიც განიხილოთ.