in

საქართველო WOMEN IN LIGHTING-ის გლობალური საზოგადოების წევრი გახდა

WOMEN IN LIGHTING-ის გლობალურ საზოგადოებას საქართველოც შეუერთდა და საქართველოს ელჩი AT Architect-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი და განათების დიზაინერი ანა თავართქილაძე გახდა.

WOMEN IN LIGHTING არის ინსპირაციული, გლობალური ციფრული პლატფორმა, რომელიც განათებისა და განათების დიზაინის სფეროში მომუშავე ქალებს აერთიანებს 80-მდე ქვეყნიდან. WIL საზოგადოების მიზანია განათების სფეროში მომუშავე ქალების მიღწევების, კარიერული გზისა და მიზნების პოპულარიზაცია, რათა დაეხმაროს, წაახალისოს, მხარი დაუჭიროს და შთააგონოს მომავალი თაობა.

WIL-ი იყენებს სოციალურ აქტივიზმს – სოციალური მედიის დახმარებით, ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევებისა ხაზგასასმელად. WIL ელჩები წარმოადგენენ პროექტის მამოძრავებელ ძალას და ქმნიან ინდივიდუალურ ადგილობრივ და გლობალურ ინიციატივებს. ასევე არიან თითოეული ქვეყნის საკონტაქტო პირები მათთვის, ვისაც პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია აინტერესებს.

ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი გახდა საერთაშორისო და ჩამოყალიბდა ერთობლივ საზოგადოებად, რომელიც ერთმანეთს უზიარებს ინფორმაციას, მხარდაჭერასა და ცოდნას. ვებ რესურსთან ერთად, WIL მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას 8 მარტს, რომელსაც აქვს მიმდინარე დაჯილდოების პროგრამა, რათა წარმოაჩინოს ქალების მიღწევები ინდუსტრიაში.

ანა თავართქილაძემ მილანში, IED-ის უნივერსიტეტის განათების დიზაინის სპეციალიზებული კურსი 2019 წელს დაასრულა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი კომპანია დააარსა, რომლის მთავარი მიზანი, გარდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შექმნისა, საქართველოში განათების დიზაინის ევროპული სტანდარტების დანერგვა და ამ თემის ირგვლივ ცნობადობის ამაღლება იყო. AT Architect-ის მისიაა მომხმარებლებს შესთავაზოს ინტეგრირებული, ევროპული სტანდარტის სრული არქიტექტურული, განათებისა და ინტერიერის დიზაინის სერვისები.

მინიმალისტური სახლი პორტუგალიაში

ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი სტრასბურგის შემოგარენში