ხე ინტერიერში — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ქართული პროექტებიდან
წლების განმავლობაში ხე აქტუალურ მასალად მიიჩნეოდა ინტერიერში, რომელსაც პოპულარობა არც თანამედროვე დიზაინში დაუკარგავს. გარდა იმისა, რომ ის ბუნებრივი მასალაა, რომელიც სივრცის სიჯანსაღეს და ეკოლოგიურ სისუფთავეს უსვამს ხაზს, განსაკუთრებულ იერსახესაც სძენს გარემოს და თბილ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ხის ტრენდულობა განპირობებულია იმითაც, რომ ის ხელს უწყობს ექსტერიერთან დაახლოებას და შიდა ზონაში ბუნების ასოციაციას ქმნის, რაც თანამედროვე, მდგრადი დიზაინისთვისაა დამახასიათებელი. ასევე, მას ხშირად მიმართავენ მონოტონური, ცივი სივრცეების დასაბალანსებლად და ნეიტრალური გარემოს შესაქმნელად. მისი პრაქტიკული თვისებებიდან გამომდინარე, ხის ფაქტურა ინტერიერში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად იერსახეს და მდგრადობით ხასიათდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ხის მასალის გამოყენების რამდენიმე საინტერესო მეთოდს ქართული პროექტებიდან.