სეზონის ცვლილებასთან ერთად, სახლისა თუ კომერციული ობიექტებისთვის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად გათბობის ელემენტები სახელდება, კერძოდ კი რადიატორები, რომლებიც, გარდა უმნიშვნელოვანესი ფუნქციური როლისა, ინტერიერში ესთეტიკური დანიშნულებითაც გამოიყენება და მიმზიდველ, საინტერესო აქცენტებს ქმნის. შესაბამისად, თანამედროვე დიზაინში მას გამორჩეული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით განსაკუთრებით პოპულარულია სხვადასხვა დიზაინის ფერადი რადიატორები, რომლებიც, სტანდარტული მოდელებისგან განსხვავებით, ბევრად ეფექტური, მომხიბვლელი და დახვეწილია, ამავდროულად სივრცისა თუ მომხმარებლების განწყობაზე სასიკეთოდ ზემოქმედებს. მრავალფეროვანი ფერთა პალიტრით შესაძლებელია განსხვავებული სტილის ინტერიერისთვის მათი მისადაგება და ორიგინალური, ინდივიდუალური შტრიხების შექმნა, რაც გარემოს უნიკალურობას გაუსვამს ხაზს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფერადი რადიატორების მაღალ მოთხოვნასთან ერთად, სტანდარტული, თეთრი მოდელებისგან განსხვავებით, მაღალი ფასითაც ხასიათდება. სწორედ ამიტომ, ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმში — Mosaics ამჟამად ძალიან საინტერესო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით — “გააფერადე შენი განწყობა”, “ფერადი რადიატორი თეთრის ფასად”, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდზე, Irsap-ის ფერად რადიატორებზე 20%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს თანამედროვე ფერადი მოდელები შეიძინონ.
ხაზგასასმელია ისიც, რომ Mosaics-ის შოურუმი პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სტანდარტითაც გამოირჩევა, რაც თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. ფერადი რადიატორების მსურველებს შეეძლებათ შოურუმში წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით, სასურველი ზომის, ფერის, ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე პროდუქტის შერჩევა, ინდივიდუალურ მომსახურებასა და რეკომენდაციებს კი ისინი Mosaics-ის მაღალკვალიფიციური კადრებისგან მიიღებენ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ იტალიური ბრენდის, Irsap-ის უპირატესობები. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე ცნობილია ხარისხით, სანდოობითა და ინოვაციური მიდგომებით. 1963 წლიდან ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს გათბობის სისტემების მრავალფეროვან არჩევანს. Irsap-ის დიზაინერული რადიატორები, ფუნქციური საშრობები, სექციური, პანელური თუ ელექტრო რადიატორები, რომლებიც წამყვანი ევროპელი დიზაინერების მიერ იქმნება, განსხვავებული გემოვნებისა და მოთხოვნილებების მომხმარებლებს აკმაყოფილებს და მათ სურვილებს სრულად პასუხობს. კომპანიის ფერადი რადიატორების ხაზი კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და როგორც იტალიურ, ისე მსოფლიო ბაზარზე ამ მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ ბრენდად სახელდება.
სწორედ Irsap-ის მაღალი ხარისხის, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა და ფერადი რადიატორების შეძენა “Mosaics“-ის შოურუმში 20%-მდე ფასდაკლების აქციით არის შესაძლებელი.
[R]