in

MIELE-ს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდის 125 წლის იუბილე

საყოფაცხოვრებო და კომერციული აღჭურვილობის ცნობილი ბრენდი, MIELE, 1899 წელს ორი ოჯახის საერთო ბიზნესად ჩამოყალიბდა. კომპანიამ ფუნქციონირება სულ რაღაც 11 თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი 22 000 თანამშრომელს აერთიანებს 49 ქვეყანაში. უკვე საუკუნეზე მეტია, ის თავისი სლოგანის ერთგული რჩება “Immer Besser”- „მუდამ საუკეთესო”. MIELE ცნობილია, როგორც ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიებთან ერთად დიზაინის მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს მომხმარებელს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდ როლს თამაშობს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმისათვის რომ თითოეული მომხარებლისთვის პროდუქციის გამოყენება იყოს სასიამოვნო და შეუქმნას მათ კომფორტი, აგრეთვე, MIELE-ს ბრენდი მუდმივად ატარებს მკაცრ ტესტირებებს პროდუქტის გამოშვებამდე, შესაბამისად, თითოეულ ტექნიკას აქვს 20-წლიანი სიცოცხლის რესურსი.

MIELE 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბრენდის წარმატება დგას ხარისხსა და გამძლეობაზე და ამ დროისთვის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კომპანიად მოიხსენიება.

საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია „ზიგი”. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ MIELE-ს ხანგრძლივი ისტორია და 125 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღენიშნა, ამიტომ 26 სექტემბერს დიდი ღონისძიება ჩაატარა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და გამორჩეული იყო, ღონისძიებაზე შესრულდა ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას პერფორმანსი „ვერის უბნის მელოდიები”, რომელმაც გააერთიანა თანამედროვეობა და ისტორია.

MIELE-ს ბრენდისთვის მზრუნველი და ლოიალური დამოკიდებულების შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ გუნდისთვის, ასევე, თითოეული მომხმარებლისთვის.
კომპანია ზიგი ამ ღირებულებების უწყვეტ ჯაჭვს იზიარებს და აგრძელებს, რაც, საბოლოოდ, ქმნის ისეთ გარემოს მომხმარებლისთვის, სადაც თითოეული მათგანი გრძნობს, რომ არის მილეს დიდი ოჯახის წევრი.

თავად კომპანია ზიგი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს პრემიუმხარისხის გერმანული და იტალიური ბრენდები. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი MIELE-ს გარდა, კომპანია, ასევე, წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებსაც, როგორებიცაა: LIEBHERR და K-Array. ზიგისთვის მთავარია იმ ხარისხის შენარჩუნება, რომელსაც ის უკვე 10 წელია მომხმარებელს სთავაზობს. სამომავლოდ კი კომპანია სერვისების კიდევ უფრო განვითარებასა და გაფართოებას გვპირდება.

[R]

პენტჰაუზები საქართველოდან – მკითხველების ფავორიტი პროექტები Homeis.ge-ზე