in

ჰანს ვეგნერის CH24 Wishbone სკამი – უკვდავი კლასიკა დიზაინის სამყაროში

დღეს ვისაუბრებთ CH24 Wishbone სკამზე, რომელიც დანიელმა დიზაინერმა ჰანს ჯეი ვეგნერმა ავეჯის მწარმოებელ კომპანია  Carl Hansen & Son-თან ერთად 1949 წელს შექმნა.

ეს სკამი ირველად 1950 წელს შეიქმნა, რომელიც Carl Hansen & Son-მა ჩაუშვა წარმოებაში. სკამის მთავარი მახასიათებელია  Y- ს ფორმის საზურგე.

მიუხედავად იმისა, რომ ვეგნერმა  500-ზე მეტი სკამი შექმნა, CH24 Wishbone კამი ყველაზე ცნობილია და ფაქტობრივად, მის სავიზიტო ბარათად იქცა.

CH24 Wishbone სკამს აქვს ინტეგრირებული საზურგე და საყრდენი ორთქლზე დამუშავებული და მოხრილი ხის  ზედა ნაწილით, დამაგრებული სავარძელზე ცენტრალური Y- ფორმის საყრდენით.

წარმოება შედგება 100-ზე მეტი განსხვავებული პროცესისგან, მათ შორისაა ხელით დამუშავებული სკამი, რომელიც 120 მეტრზე მეტი, ქაღალდისგან დაწნული თოკებისგანაა შექმნილი.

კნუდ ერიკ ჰანსენმა, Carl Hansen & Son-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განმარტა, რომ სკამის წარმოება დანიაში გლობალური დიზაინის აღორძინების პერიოდში დაიწყო.

ჰანსენის თქმით: „Wishbone სკამის წარმოება 1950 წელს დაიწყო – იმ დროს, როდესაც დანიური დიზაინი ძალიან პროგრესულ ნაბიჯებს დგამდა და ამყარებდა საფუძველს დანიისათვის, გამხდარიყო ამ მიმართულებით წამყვანი ქვეყანა“.

„მიმდინარე პერიოდში, ზოგიერთ დიზაინერს, მაგალითად, კაარე კლინტს და ბიორგე მოსენს ჰქონდათ ძალიან ფუნქციონალური და თითქმის მათემატიკური მიდგომები, შეექმნათ ავეჯი, რომელიც ადამიანის სხეულს მოერგებოდა და გამოსადეგი იქნებოდა პრაქტიკაში“.

„ზოგიერთ სხვა დიზაინერს, როგორიცაა ოლე ვანშერი და ფინ ჯული, უფრო სკულპტურული მიდგომა ჰქონდათ და ქმნიდნენ რბილ და თითქმის მხატვრულ დიზაინს, რომელსაც არ ჰქონდა აქცენტი ფუნქციურობაზე“.

ჰანსენი ამბობს, რომ ვეგნერის მიდგომა მისი თანამედროვეებისგან განსხვავებული იყო. მან შექმნა სკულპტურული სტილის სკამები, რომლებსაც ჰქონდა ფუნქციური დატვირთვაც.

ჰანსენის რწმენით, CH24 wishbone სკამში ვეგნერმა წარმოაჩინა დანიური თანამედროვე დიზაინის ნამდვილი არსი.

„ვეგნერი მოექცა ამ ორი სკოლის შუაში და  შექმნა Wishbone-ი, როგორც ფუნქციური სკამი, მაგრამ რბილი და განსხვავებული, რომელიც ესთეტიკური თვალსაზრისითაც ძალიან სასიამოვნოა“.

„ასე რომ, მან ერთ სკამში გააერთიანა თანამედროვე დანიური დიზაინის არსი“.

ვეგნერი დაიბადა 1914 წელს დანიის ქალაქ ტონდერში. იგი იყო შუა საუკუნეების გათანამედროვებული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და განსაკუთრებით ცნობილია თავისი სკამებით.

სანამ კოპენჰაგენის ხელოვნების სკოლაში ჩააბარებდა, ვეგნერი მუშაობდა კარადების სპეციალისტის, დანიელი ჰ.ფ. შტალბერგის შეგირდად.

ვეგნერს 1938 წელს დაუკავშირდნენ არქიტექტორები არნე იაკობსენი და ერიკ მიოლერი და შესთავაზეს შეექმნა ავეჯი ქალაქ არჰუსის მერიისთვის.  ავეჯზე მუშაობა 1942 წელს დასრულდა. ამ პერიოდში მან ასევე დაიწყო თანამშრომლობა კარადების სპეციალისტ იოჰანეს ჰანსენთან.

1943 წელს ვეგნერმა დააარსა საკუთარი დიზაინის სტუდია და შექმნა თავისი ჩინური სკამი, რომელშიც გამოიყენა მე-17, მე-18  საუკუნეების ჩინური დიზაინი. ეს სკამი დღემდე წარმოებაშია.

ვეგნერმა შექმნა 500-ზე მეტი სკამის დიზაინი, საიდანაც 100-ზე მეტი მასობრივ წარმოებაში შევიდა. დიზაინერი  92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

CH24 Wishbone სკამი Carl Hansen & Son-ის შეკვეთით შეიქმნა. კომპანიას სურდა შეექმნა მაღალი ხარისხის სკამები მასობრივი წარმოებისთვის.

ამ შეკვეთის ფარგლებში ვეგნერმა შექმნა კიდევ სამი სკამი – CH22, CH23 და CH25. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი მასობრივ წარმოებაში ჩაეშვა, ყველაზე დიდი კომერციული წარმატება მაინც CH24-ს  ხვდა წილად.

ჰანსენი ასეთი ხანგრძლივი პოპულარობის მიზეზად მიიჩნევს მის უბრალო, თუმცა ეფექტურ ფორმას, რომელიც ვეგნერისთვის იყო  დამახასიათებელი.

„ესთეტიკურად, Wishbone სკამი მიმზიდველია თავისი რბილი ხაზებით და ძალიან მტკიცე, თითქმის გრაფიკული სილუეტით“, – ამბობს ჰანსენი.

„ჰანს ჯეი ვეგნერის დიზაინი იყო მინიმალისტური. ეს განსაკუთრებით ეხება Wishbone სკამს. გამოყენებული მასალები იწვევს იდეალურ ბალანსს, რაც სკამს ელეგანტურობის ეფექტს სძენს. გარდა ამისა, სკამი ძალიან გამძლე და სტაბილურია“.

„ვეგნერის პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა ხარისხი. თუმცა ის ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რომლის ნამუშევრებიც სერიულ წარმოებაში ჩაეშვა. ეს მის სკამებს უფრო მეტ დემოკრატიულობას სძენდა “.

“ეს ღირებულებები დანიის ამჟამინდელი დიზაინის ტენდენციებს პასუხობს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვავითარებთ.” თქვა საუბრის დასასრულს ჰანსენმა.

„კომფორტერში“ Black Friday უკვე დაიწყო!

რაში მდგომარეობს დეკორატიული რადიატორის მთავარი უპირატესობები?