in

სად შევიძინოთ კარგი ხარისხის დანა-ჩანგალი თბილისში?

სახლში პირველადი მოხმარების საგნების სიაში აუცილებელად გვხვდება დანა-ჩანგალი. დაგვეთანხმებით, რომ ყველას სიამოვნებს ლამაზი დანა-ჩანგალის ნაკრები, რომლითაც  ყოველდღე ვისიამოვნებთ, სტუმრებსაც ლამაზად გავუმასპინძლდებით და რომელიც ამავე დროს, კომფორტული და პრაქტიკული იქნება. 

დანა-ჩანგლის კომპლექტის შერჩევისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ჩვენს ჯანმრთელობაზეც აქვთ გავლენა. სწორედ ამიტომ ეს ის ნივთებია, რომელზეც თანხა არ უნდა დავზოგოთ. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, უჟანგავი ლითონი 18/10 სწორედ ის ძირითადი მახასიათებელია, რომლითაც დანა-ჩანგლის ხარისხი უნდა შევაფასოთ. 

ჩვენ შევისწავლეთ ქართულ ბაზარზე არსებული დანა-ჩანგლის ვარიანტები, მათი ხარისხი,  ფასები და გთავაზობთ რამდენიმე მაღაზიას, სადაც ხარისხიანი და დახვწეილი კომპლექტის შეძენას შეძლებთ. 

1. ვილეროი და ბოხი (Villeroy and Boch) 

132722650_3822198434466861_2813918679903915732_n
132726216_3822198491133522_8364097084381484386_o
132747438_3822198564466848_8241297305961247638_o
132870917_3822198514466853_4529478761504759077_o
132963448_3822198487800189_1627772596998603050_n
133102060_3822198464466858_5097807280865647366_n
133179742_3822198547800183_650992578388107367_o
previous arrow
next arrow

 

გერმანული ბრენდი, რომელიც 1749 წლიდან ხარისხის პროტოტიპია, ხარისხიან, თანამედროვე და ულამაზესი დიზაინის მქონე კომპლექტებს გვთავაზობს. გამორჩეული და სადა, ნებისმიერი კომპლექტი კლასიკურ და თანამედროვე სახლს ერთნაირად უხდება. 24 ნაწილიანი დანა-ჩანგლის კომპლექტის ფასები 709 ლარიდან იწყება. აღნიშნული დანა-ჩანგლის გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც შეიძლება.

2. კოინკაზა/ Coincasa

5dceb87e448f7153625511
5cb848ba27271570893468
main-image-Alchimique-Casali
unnamed
Use-Reuse-stainless-steel-cutlery-by-PINTI-INOX-crop
previous arrow
next arrow

 

მაღაზია “Coincasa” ქართულ ბაზარზე 10 წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს ხარისხიანი იტალიური წარმოების ჭურჭლის შეძენის შესაძლებლობა მისცა. Coincasa-ში Pintinox-ის დანა-ჩანგლის ნაკრების შეძენას შეძლებთ. ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც 70 წელზე მეტია ჭურჭელს აწარმოებს. მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ მაღალი ხარისხის პროდუქტს კოინკაზაში 408 ლარად შეიძენთ. ონლაინ შეძენას შეძლებთ მაღაზიის ვებ გვერდზე.

3. იკეას პროდუქცია მაღაზიაში “Mysa”

ცნობილია, რომ ბრენდი “Ikea” აწარმოებს თანამედროვე, ბიუჯეტურ, თუმცა ხარისხიან პროდუქციას. “Mysa”-ში დანა-ჩანგლის კომპლექტის შეძენას 70 ლარად შეძლებთ და ის დიზაინით და ხარისხით ნამდვილად აღემატება ფასს. მაღაზია დისტანციურად ფუნქციონირებს და მისი პროდუქციის შეძენა ფეისბუქ გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. 

4. “სუპერი”

213116
2131162
2131252
2131262
2131263
210194
previous arrow
next arrow

 

აღნული მაღაზიაში წარმოდგენილია “Amefa”-ს ბრენდის ჭურჭელი. კომპანია “Amefa” 1931 წლიდან აწარმოებს დანა-ჩანგალს და მომხმარებელს ამ მხრივ  მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ასეთი კომპლექტის გამოყენება როგორც ყოველდღიურად, ასევე დღესასწაულების დროსაა შესაძლებელი. 16 ნაჭრიანი კომპლექტის  შეძენა 189 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო  24-იანის ფასები 252 ლარიდან იწყება . სუპერში” ასევე ვხვდებით  ლამაზ ვინტაჟურ ნაკრებს, რომელიც 89 ლარი ღირს და დამზადებულია უჟანგავი ფოლადის და პლასტმასისგან. 

5. “ფრანგული სახლი”

მაღაზიაში “ფრანგული სახლი” ლამაზ და განსხვავებულ დანა-ჩანგლის კომპლექტებს ვხვდებით. 18/10 უჟანგავი ფოლადის, განსხვავებული ფორმების და ფერების ნაკრების შეძენა 6 პერსონაზე 216 ლარად არის შესაძლებელი.  მაღაზია პანდემიის პირობებში დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, საკუთარი ვებ გვერდის საშუალებით.

პენტჰაუზი ჭავჭავაძის გამზირზე – ნინო ნოზაძის პროექტი

მატარებლის სადგური ტყეში – MAD Architects-ის ახალი პროექტი