ხის დარაბები ნებისმიერი ინტერიერის სახასიათო დეტალია, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობასა და ესთეტიკურ ხიბლს. ხის დარაბას მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ის შესანიშნავად ერგება სხვადასხვა სტილის ინტერიერს. სივრცეში შემოაქვს სითბო, ელეგანტურობა და ბუნებასთან კავშირი.
დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე პროექტს, სადაც ხის დარაბების განთავსებამ განსაკუთრებით გაალამაზა სივრცე.
ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე
თეთრსა და ღია ჭაობისფერ ტონებში გადაწყვეტილ ოთახს ხის დარაბები ამშვენებს, რომელსაც, თავის მხრივ, ჰარმონიულად ერწყმის ხის პარკეტი, ღია ტანსაცმლის კარადა და ტუმბო. ოთახში არსებული მწვანე მცენარე ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას კიდევ უფრო გვიმძაფრებს.
სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე
ამ ინტერიერში აგურის კედლები ორგანულად ერწყმის ხის დარაბებს. მწვანე ფერის იატაკი და აქსესუარის სახით შემოტანილი თეთრი ჭაღი ოთახში სიმყუდროვეს ქმნის.
ბინა სოლოლაკში
ამ საკმაოდ მრავალფეროვან და უჩვეულო ინტერიერში ძველისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებაა მოცემული. დარაბები ხის იატაკს ორგანულად ერწყმის, მათ კი აგურის კედელი იდეალურად ეხამება. მიუხედავად სხვადასხვა ტექსტურებისა, ოთახი საბოლოო ჯამში, ძალიან მყუდროა.
ბინა მინდელის ქუჩაზე
სამზარეულოს ინტერიერში ბუნებრივი მასალები ჭარბობს. იატაკი, ავეჯი ხისგან არის დამზადებული. ხე გვხვდება აქსესუარებშიც. ხისფერთან ჰარმონიულად არის შეხამებული შავი დეტალები. ოთახს განსაკუთრებით ამშვენებს დარაბები, მცენარე და თეთრ და შავ ფერში გაწყობილი ავეჯი.
ბინა ტაბიძის ქუჩაზე
აგურის კედელს, ხის იატაკსა და დომინანტ ცისფერ ფერს ანეიტრალებს თეთრი ფერი, რომელიც კედლის უმეტეს ნაწილს მოიცავს. დარაბები და ავეჯი ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი, რაც საინტერესოდ ერწყმის ოთახში არსებულ სხვა ფერებს.
ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე
ამ მისაღებში ხისფერი დომინირებს, რომელსაც ჰარმონიულად ეხამება თეთრი ფერის ავეჯი და აქსესუარები. ოთახში სიმყუდროვე და ბუნებასთან სიახლოვე იგრძნობა, რასაც კიდევ უფრო მცენარეები განამტკიცებენ.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2