in

ფაიფური: მასალა, რომელსაც არ აქვს საზღვრები. Bernardaud-ს სახლი

“ბერნარდო” ლიმოჟის ფაიფურის ხელოვნების სინონიმია, რომელიც აერთიანებს ფრანგულ ოსტატობასა და ინოვაციებს, კრეატიულობასა და ტრადიციას.

ბერნარდოს ყოველი ახალი კოლექცია ამტკიცებს, რომ ეს დახვეწილი, ჩინებული ფაიფური ცვლის თამაშის წესებს. თანამედროვე და გაბედულ ბრენდს არასდროს ღალატობს შემოქმედებითობა. ის ყოველთვის დიზაინერების შთაგონების წყაროა.

 

კომპანია ლეონარდ ბერნარდოს დაფუძნებულია, რომელიც 1890-იან წლებში რემი დელინიერესთან, ლიმოჟის ფაიფურის ქარხნის მმართველთან  ერთად მუშაობდა.

შემდეგ ლეონარდ ბერნარდომ პარტნიორული ურთიერთობა წამოიწყო კომპანია R. Delinières & Cie-სთან, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიხურა. მის ნაცვლად კი შეიქმნა L.Bernardaud & Cie.

ბერნარდოს თითოეული ჭურჭელი, სამკაული, ავეჯი, ან განათება შექმნილია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი ფუფუნება შეაგრძნობინოს.

აღმოჩენიდან ორი ათასწლეულის შემდეგ, ფაიფური კვლავ გაოცებას იწვევს. “ბერნარდო” ინარჩუნებს და აფართოვებს საფრანგეთის კულტურულ მემკვიდრეობას ძველი უნარებისა და ტრადიციების შენარჩუნებით. კომპანია ფაიფურის წარმოებაში მუდმივად ინოვაციურ ხაზს ირჩევს.

სხვადასხვა აქსესუარები, როგორიცაა კერძის, წვნიანის, ჩაისა და ყავის კომპლექტები, ინარჩუნებს ინდივიდუალურობას და ყოველ ჯერზე აოცებს მომხმარებელს. 1863 წლიდან ბერნარდო მუდმივად ანახლებს  სადილის ყოველდღიური ჭურჭლის დიზაინს და წარმოების გზებსაც ხვეწს.

ბერნარდოს სახლი იყენებს ძველ გამოცდილებას ახალი გზების საძიებლად. მუდმივად ისწრაფვის აღმოაჩინოს გამორჩეული მასალა.

ბერნარდო ფაიფურის ექსპერტებსაც ემსახურება და ფართო საზოგადოებასაც, მაშინაც კი, თუ მათ არ იციან იმ მასალის ფასი, რისგანაც ნივთები მზადდება. მაშინაც კი, თუკი მყიდველი მასში მხოლოდ და მხოლოს ნივთს ხედავს, რომელიც უბრალოდ უნდა გამოიყენოს.  დეკორატიული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების მრავალფეროვანი კოლექციით, ბერნარდო ყველას სთავაზობს, ხელახლა აღმოაჩინონ სასურველი მასალა და გაიხალისონ  ყოველდღიური ერთფეროვნება.

ბერნარდო შეუფერხებლად აერთიანებს ფაიფურს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში: დეკორატიულ ხელოვნებაში (სახლის დახვეწილი ნივთები, ავეჯი და განათება), პერსონალურ დეკორაციებში (სამკაულები) და თანამედროვე მხატვრების ნახატებით შექმნილ ჭურჭელში.

ბერნარდო არც ბავშვებს ტოვებს უყურადღებოდ და მათთვისაც ქმნის ფერად და მხიარულ ნივთებს.

 

ინდუსტრიაში, სადაც ხშირად დომინირებს მარკეტინგული სტრატეგია, “ბერნარდო” რჩება საკუთარი უნიკალური ფილოსოფიის ერთგული. ის ყოველთვის გრძნობს და ხვდება, რა სჭირდებათ ადამიანებს. ეს ინტუიციასთან ერთად გამოცდილებასაც მოაქვს. თუმცა მთავარი ალბათ მაინც გამბედაობაა, არ გეშინოდეს სიახლეების, მიჰყვე იმ მანათობელ ვარსკვლავს, რომელიც გზას გინათებს და არასდროს არსად გადაუხვიო!

ბავშვობის ოცნებიდან ბიზნეს რეალობამდე: იურისტ მაიკო გაბაძის ბინის ინტერიერი ორბელიანის მოედანზე

სკანდინავიური ბინა პასტელის ფერებით