in

monkeyforest – ბოჰო სტილის შოურუმი თბილისში

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ monkeyforest-ს – ინდონეზიური პრემიუმ
ხარისხის ავეჯის შოურუმს თბილისში, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა და უკვე
მონუსხა მომხმარებელი უნიკალური ავეჯითა და ეგზოტიკური დიზაინის ელემენტებით. ჩვენი რესპონდენტია monkeyforest-ის წარმომადგენელი, ოთო ტაბატაძე.

ოთო, გვიამბეთ, როგორ დაიწყო monkeyforest-ის ისტორია?

ბალის კუნძულებზე მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ ყველა კაფეს, რესტორანს, სასტუმროს თუ სხვა ობიექტს ჰქონდა არაჩვეულებრივი, ძალიან დახვეწილი ინტერიერი, რაზეც ძირითად გავლენას ახდენდა ბალიზე წარმოებული ნატურალური ხის ავეჯი, სკამები, მაგიდები, განათებები და სხვადასხვა აქსესუარი.

ერთ დღეს დავგეგმეთ ტური ტროპიკულ ტყეში და გზაზე შემხვდა ავეჯის საწარმო, სადაც იქმნებოდა ეს უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი და გამიჩნდა ლოგიკური კითხვა თუ რატომ არ იყო საქართველოში მსგავსი პროდუქცია. იდეაც აქედან სპონტანურად დაიბადა… თავდაპირველად მომინდა, სახლისთვის შემეძინა ავეჯი, მერე გადავწყვიტე, რომ საქართველოში სხვებსაც ჰქონოდათ ამ ავეჯის შეძენის საშუალება და ეს იდეა რეალობად ვაქციე.

რატომ monkeyforest-ი?

“მანქი ფორესთი”, ანუ მაიმუნების ტყე არის ბალიზე ერთ-ერთი დიდი დაცული ტერიტორია, სადაც 100-ზე მეტი სხვადასხვა ენდემური ჯიშის უნიკალური ხეა, რომლებიც მხოლოდ ინდონეზიაში იზრდება. ეს არის ულამაზესი ტყე ეგზოტიკური მცენარეებით და დასახლებული სხვადასხვა ჯიშის მაიმუნით.

რა არის თქვენთან გამორჩეული, რისთვისაც უნდა მოვიდეს მომხმარებელი?

ჩვენი ავეჯი წარმოებულია ნატურალური, ტიკის ჯიშის ხისაგან. ეს ხე იზრდება მხოლოდ ეკვატორის ქვეყნებში, მაგრამ ინდონეზია არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში. აღნიშნული ჯიში არის ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ხე და გამოირჩევა სხვა ჯიშებისაგან მაღალი მედეგობით. ამ ხისაგან აკეთებენ იახტებს და გემბანებს, რადგანაც მისი ზედაპირი არის მდგრადი და წლების მანძილზე უძლებს წვიმასა და მზეს. ამასთანავე ჩვენთან არის ბოჰო სტილის ყველაზე გამორჩეული და დიდი არჩევანი. ჩვენი ავეჯი არის უნიკალური დიზაინის და დამზადებულია მაღალ დონეზე. ფასიც, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის.

რა ტიპის პროდუქციას სთავაზობს monkeyforest მომხმარებელს?

ჩვენს შოურუმში არის სკამების, მაგიდების სავარძლებისა და საწოლების ძალიან საინტერესო კოლექცია. ავეჯი სრულად არის დამზადებული ტიკის და რატანის ხისაგან. გვაქვს რატანის დაწნული სანათები და სახლის აქსესუარები, დეკორატიული ბალიშები, რომელიც შეკერილია ხელით, 100 %-ით ნატურალური კოტონისაგან.

ვინ იქნება თქვენი მომხმარებელი?

ჩვენი მომხმარებელია ის, ვისთვისაც ხარისხი და გამორჩეული დიზაინი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მომხმარებელი არის გემოვნებიანი ადამიანი, რომელიც ეძებს განსხვავებულ სტილს საკუთარ ინტერიერში. ასევე ვფიქრობ, სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი სტილი.

ბალის კუნძულები საკმაოდ შორია, რთული არ იყო ლოჯისტიკის მართვა?

რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა ინდონეზიელი ხალხისთვის ავეჯის კეთება და ხესთან მუშაობა არის ეროვნული იდენტობის ნაწილი, მათ აქვთ ამის გენეტიკური კოდი. ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და საწარმოები ხარისხზე არიან ორიენტირებული. ბუნებრივია, ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი მაღალ დონეზე ასრულებს სამუშაოებს. საწარმოებს ძირითადად ევროპული კომპანიები ფლობენ. დღევანდელი მდგომარეობით ტიკის ხის ავეჯი, რომელიც იყიდება ესპანური, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ბრენდით, წარმოებულია ინდონეზიაში და არა ევროპულ ქვეყნებში.

მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე…

ამ ეტაპზე გვაქვს ერთი შოურუმი თბილისში, ლისზე. სამომავლოდ გვინდა გაფართოება და ფილიალის დამატება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ფილიალებთან ერთად, გვინდა, გავზარდოთ ასორტიმენტი და მომავალ წელს უფრო დიდი კოლექციით შემოვიდეთ ბაზარზე, ეს გახლავთ მოკლევადიანი გეგმები. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, გვინდა, გავცდეთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც შევიდეს monkeyforest-ი.

[R]

ამბები ქალაქიდან, სადაც მუდამ ბინას იცვლიან – ბროკერი ერნესტ გასპარიანი ნიუ-იორკიდან

როგორ გავასუფთაოთ ტახტის ქსოვილი – მარტივი ნაბიჯები თქვენი რბილი ავეჯის გასაახლებლად