in ,

უხვი ბუნებრივი განათებით განებივრებული კოტეჯები – 8 საინტერესო მაგალითი

ინგლისის XV საუკუნის ჩალის სახურავიანი სახლიდან კანადურ სათხილამურო ქოხამდე – დღეს ჩვენ მოგიყვებით რვა კოტეჯზე პანორამული ფანჯრებით, რომლებიც მათ ირგვლივ არსებული გარემოს ხედებით აღგაფრთოვანებთ.

მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯები ხშირად მყუდრო და დაცულ ინტერიერებთან ასოცირდება, მათი დიზაინი შეიძლება გულისხმობდეს ფართო ფანჯრებსაც, რომლებიც გარესამყაროსთან აკავშირებს და მაქსიმალურად იყენებს გარშემო არსებული პეიზაჟების პოტენციალს.

მაშ ასე – თქვენს წინაშეა რვა კოტეჯი კანადიდან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

Watercress Cottage, დიდი ბრიტანეთი, ავტორი: Greenaway Architecture

ბრიტანულმა სტუდიამ Greenaway Architecture ბათის მახლობლად მდებარე ამ შუასაუკუნოვან ტრადიციულ კოტეჯს მინიმალისტური შუშის დამატება შეუქმნა. გაფართოება, რომელსაც იატაკიდან ჭერამდე შუშის პანელები აქვს, შთაგონებულია ლუდვიგ მის ვან დერ როეს მოდერნისტული Neue Nationalgalerie-ის დიზაინით.

სტუდიამ საცხოვრებელი ოთახისთვის შეარჩია მარტივი, მინიმალისტური ინტერიერი, რაც გალერეის მსგავსი სივრცის შექმნას ემსახურებოდა. ეს გადაწყვეტილება აქცენტს უსვამს ბაღის შთამბეჭდავ ხედებს, რაც  დიზაინის მთავარ ელემენტს წარმოადგენს.

Shadow House, ავსტრალია, ავტორი: Grotto Studio

Shadow House გახლავთ პერტში, ავსტრალიაში მდებარე მე-20 საუკუნის კოტეჯის შავი ხისგან დამზადებული დამატება, რომელზეც ადგილობრივმა კომპანიამ,  Grotto Studio-მ იმუშავა.

ახალი დამატება მოიცავს სტუმრების ოთახს, რომელიც მუქი ხის მოპირკეთებითაა გაფორმებული და  ეზოში გადის. ეზო და ოთახი ერთმანეთს შემინული ხის მოძრავი კარის მეშვეობით უკავშირდება 

კოტეჯი, ავსტრალია, ავტორი: Zuzana & Nicholas

ავსტრალიაში, Zuzana & Nicholas-ის სტუდიამ ყოფილ მუშათა კოტეჯი ბრისბენში სინათლით სავსე სახლად გადააქცია.

ზედა სართულზე განთავსებულია მოძრავი კედელი, რომელიც ხსნის დახურულ სასადილო ზონას ბაღის მშვენიერი ხედით. ხის პანელები, ბეტონი და ლითონის დეტალები მთელი სახლის მასშტაბით ერთად ქმნის განსხვავებულ ზონებს.

კოტეჯი, დიდი ბრიტანეთი, ავტორი: Invisible Studio

არქიტექტურულმა კომპანია Invisible Studio-მ თანამედროვე ბეტონისა და ხის კონსტრუქციის გაფართოების დამატებით ხელახლა გადაამუშავა ამ „ვიწრო კოტეჯის“ ინტერიერი, რომელიც ჰემფშირისა და სურეის საზღვარზე მდებარეობს.

საცხოვრებელი ფართი აღჭურვილია მოძრავი, შემინული კარით, რომელიც როგორც სტუდიის თანამშრომლები ამბობენ, მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს “იცხოვრონ და დატკბნენ ხედით”. ბეტონის, თაბაშირისა და ფოლადის ინტერიერის პალიტრა შეირჩა როგორც პრაქტიკული და ნეიტრალური ფონი, რომელიც იდეალურად ავსებს სახლის მფლობელების ხელოვნების ვრცელ კოლექციას

La Brèche, კანადა, ავტორი: Naturehumaine

კომპანია Naturehumaine-მა იმუშავა კვებეკის სათხილამურო კოტეჯის, La Brèche-ს დიზაინზე, სადაც კუთხის ფანჯრები იატაკიდან ჭერის დონემდეა, რაც საცხოვრებელ ზონას ბუნებრივ სინათლეს ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსტერიერი ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურის სტილს ეხმიანება, ინტერიერი გამორჩეულია თანამედროვე დეტალებით. მთელ სივრცეში პრიალა ბეტონის იატაკია დაგებული, რომელიც ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვანი ელემენტებით არის გამდიდრებული.

Captain Kelly’s Cottage, ტასმანია, ავტორი: John Wardle Architects

ბრიუნის კუნძულზე, ტასმანიის სანაპიროსთან  მდებარე კოტეჯის რეაბილიტაციაზე  ავსტრალიურმა სტუდიამ John Wardle Architects-მა იმუშავა. კოტეჯი 1840 წელსაა აშენებული.

მაღალი პანორამული ფანჯრები და ბალიშები, რომლებიც პროექტის რეაბილიტაციის შემდეგ დარჩენილი მასალებით შეიქმნა, იდეალურად ერწყმის სახლის ინტერიერს. ამ ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლება, რაც სივრცეს კიდევ უფრო გამორჩეულსა და მყუდროს ხდის.

Made of Sand, დიდი ბრიტანეთი, ავტორი: Studio Weave

არქიტექტურულმა კომპანია Studio Weave-მა გეომეტრიული, ხის პანელებით გაფორმებული გაფართოება დაუმატა დევონში მდებარე  ქვის ამ ისტორიულ კოტეჯს, რაც ტრადიციულ სტრუქტურას თანამედროვე ელფერს სძენს.

დაგლასის ნაძვისგან დამზადებული ჩაშენებული ფართო ფანჯრებიდან  შეგიძლიათ ბლექდაუნ ჰილზის ხედებით დატკბეთ.

Go Home Bay Cabin, კანადა, ავტორი: Ian MacDonald Architect

Go Home Bay Cabin, რომელიც ონტარიოში, კუნძულ Georgian Bay-ზე მდებარეობს, მოხდენილადაა ჩამოკიდებული კლდოვან ფერდობზე.

პანორამული ფანჯრებით განათებულ საცხოვრებელ სივრცეს ახლა აქვს შეშის ღუმელი, რაც კანადური არქიტექტურული ფირმა Ian MacDonald Architect-ის დამსახურებაა. ჰაეროვანი მისაღები ოთახი აღჭურვილია ტრადიციული ავეჯის დეტალებით, როგორიცაა ძროხის პრინტით გაფორმებული Le Corbusier-ის შეზლონგი და Eames-ის სავარძელი.

იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ღია მწვანე ფერი ინტერიერში: 5 საუკეთესო კომბინაცია, რომელიც თქვენს სახლს გააცოცხლებს

რამდენიმე გზა, თუ როგორ შეუძლია ჭკვიან ტექნოლოგიებს ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახადოს