in

2 დეკემბრიდან კომფორტერში საახალწლო ფასდაკლებები იწყება

ახალი წელი განსაკუთრებულად თბილი, მყუდრო და ჯადოსნური ხდება, როცა სახლის ინტერიერს ახალი შტრიხები ემატება. თითოეული დეტალი არა მხოლოდ ინტერიერს ამშვენებს, არამედ უნიკალურ საახალწლო განწყობასაც ქმნის.

ახალი წელი ყოველთვის რაღაც ახალის საწყისია. ეს არის დრო, როდესაც გვსურს დავგეგმოთ, შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი გარემო. ჩვენს განწყობაზე ინტერიერი დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ახლა იდეალური სეზონია იმისთვის რომ ახალი ავეჯითა და აქსესუარებით თქვენი სივრცე განაახლოთ და განსაკუთრებული მყუდრო ატმოსფერო შეიქმნათ.

ახალი წლის შეხვედრა ახალ გარემოში ყოველთვის უფრო სასიამოვნოა. სახლი, რომელიც სავსეა კომფორტული ავეჯით, ახალი დეტალებითა და განსაკუთრებული აქსესუარებით, სასიამოვნო და თბილ გარემოს ქმნის, სადაც ყოველგვარი შფოთვა და დაძაბულობა დავიწყებას ეძლევა. ახალი ავეჯი თქვენს სახლს არა მხოლოდ ახალ სტილს, განახლებულ ენერგიასაც შემატებს.

ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომფორტერის განახლებული შოურუმი, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ დიზაინს, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებულ ავეჯსა და აქსესუარებს, რომლებიც თქვენს ინტერიერს გაალამაზებს და ახალ, თანამედროვე შტრიხებს შემატებს.

მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდრე ყაზბეგის 12 ნომერში მდებარე შოურუმი ამ სეზონზე მომხმარებელს კიდევ უფრო გაფართოებული დახვდება და მასში წარმოდგენილი კოლექციები ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, სახლს არა მხოლოდ სილამაზე, არამედ განსაკუთრებული საახალწლო განწყობაც შემატოს.

კომფორტერი“ ის ადგილია, სადაც თქვენი ახალი წელი იწყება!

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, კომპანია მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს. 2 დეკემბრიდან „კომფორტერში“ საახალწლო აქცია იწყება, რაც გულისხმობს 25%-იან ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე და დამატებითი საჩუქრებს ან ფასდაკლებებს ნებისმიერ შენაძენზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო პერიოდში „კომფორტერიდან“ უსაჩუქროდ არავინ წავა.

შეიქმენი ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობა „კომფორტერთან“ ერთად.

გაამზადე შენი სურვლების სია და შეხვდი ახალ წელს ახალი ავეჯით!

შემინული მოშენება დუბლინურ სახლში Scullion Architects-ისგან

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში?