სახლის ჭიშკარი ეზოს აუცილებელი ელემენტია. თანამედროვე ასორტიმენტის პირობებში მეპატრონეს შეუძლია აირჩიოს ყველაფერი, რაც უშუალოდ მის ნაკვეთსა და გემოვნებას მოერგება. ამ პროცესის გასამარტივებლად დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ კონსტრუქციების დღეისათვის ტრენდულ სახეობებს და ასევე გირჩევთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.
გასაცურებელი ჭიშკარი
პოპულარული სახეობაა. შესაძლებელია მისი ავტომატიზაცია. ოპტიმალური მასალა რკინაა. ხშირად იყენებენ ასევე პროფნასტილის ფურცლებს, რომლებიც რკინის ელემენტებითაა შედუღებული. დაყენებამდე საჭიროებს ანტიკოროზიულ დამუშავებას. შესასვლელ პატარა კარის ამოჭრა შესაძლებელია ჭიშკრის გვერდზე ან ჭიშკარშივე.
კომპანია “ალგი ჯგუფი” – “Karebi.ge“ ეს კომპანია სპეციალიზირებულია ელექტრონული სისტემების მოწყობაზე. ამზადებს ავტოფარეხის, ეზოსა და სახლის ავტომატიზირებულ კარებს. ის 2000 წლიდან მოქმედებს ბაზარზე და ხარისხიანი, კლიენტზე ორიენტირებული კომპანიაა.
ამ ტიპის ჭიშკრის ძლიერი და სუსტი მხარეები
ძლიერი მხარეები:
- თავისუფალი ადგილის ეკონომია;
- გახსნის სიმარტივე;
- ავტომატიზაციის შესაძლებლობა.
სუსტი მხარეები:
- ფუნდამენტის ჩასხმის აუცილებლობა;
- ფურნიტურისა და მასალების დიდი რაოდენობა და მაღალი ფასი;
- მონტაჟის ხანგრძლივი დრო;
- დიდი შესასვლელი ღიობის აუცილებლობა.
ალაყაფის ტიპის (გამოსაღები) ჭიშკარი
ყველაზე მარტივი და იაფი ვარიანტი. დაყენებისთვის არ არის აუცილებელი სპეციალისტების მოწვევა. შედგება სვეტებზე ჩამოკიდებული ორი ზედაპირისგან. შესასვლელი პატარა კარის მოწყობა რეკომენდებულია მის გვერდით.
კომპანია “ჭედური ნაკეთობები” / “Iron World“ მათი ნაწარმი ხელოვნების ნიმუშს გავს. აუცილებლად გაეცანით ამ კომპანიის დეტალებს, განსაკუთრებით თუ კლასიკური სტილი გხიბლავთ.
ამ ტიპის ჭიშკრის ძლიერი და სუსტი მხარეები
ძლიერი მხარეები:
- მასალები და ფურნიტურა იაფია
- დამოუკიდებელი მონტაჟის შესაძლებლობა
- არ არსებობსო სიმაღლეში შეზღუდვა
- შესვლა შეუძლია როგორც მსუბუქ ასევე სატვირთო ავტომობილს
- ექსპლუატაციის სიმარტივე და ხანგრძლივი დრო
სუსტი მხარეები:
- ჭიშკრის საკიდი სვეტები უნდა ჩამაგრდეს გრუნტში ღრმად და უმჯობესია ჩაბეტონდეს
- გაღების დროს საჭიროა თავისუფალის სივრცე ეზოს შიგნით ან გარეთ
ასაწევი ჭიშკარი
ყველაზე ხსირად გამოიყენება ავტოფარეხისათვის. აწევის დროს იგი სპეციალური მიმმართველი კონსტრუქციის მეშვეობით მიწის ზედაპირის პარალელურად ჩერდება ჰაერში. ის შედგემა სამი ძირითადი ნაწილისგან: ჩარჩო, ჭიშკრის ზედაპირი და მიმმართველი პროფილები.
კომპანია “თელედორი – ავტომატური კარები” / T’eledoor – Automatic Doors” ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული კომპანია. დაგიმზადებთ ავტომატიზირებულ კარს თქვენი გემოვნების შესაბამისად.
ამ ტიპის ჭიშკრის ძლიერი და სუსტი მხარეები
ძლიერი მხარეები:
- საიმედოობა. ჭიშკარი ძალიან მძიმეა, მისი გატეხვა და შეღწევა რთული
- კომპაქტურობა, გაღებისას არ იკავებს თავისუფალ სივრცეს, შესაძლებელია მომცრო ფარეხებშიც დაყენება
- ავტომატიზირების შესაძლებლობა
- მისი შიდა ზედაპირის ოთახის შესაბამისად მოპირკეთება შესაძლებლობა
სუსტი მხარეები:
- მონტაჟის სირთულე და ზუსტი გათვლების აუცილებლობა
- ჭიშკრის ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში მთლიანადაა გამოსაცვლელი
რულონისებრი ჭიშკრები
აღნიშნული კონსტრუქცია დახვევის პრინციპით მუშაობს. მისი ზედაპირი ალუმინისაა. ღიობის თავზე კი ყუთია განთავსებული, სადაც იწევა და ეხვევა ჭიშკარი.
კომპანია “დიო” / “Dio“. სანდო და ხარისხის მიმდევარი კომპანია. ისინი ასევე ავტომატიზებული სისტემების ფართო არჩევანს შემოგთავაზებენ.
ამ ტიპის ჭიშკრის ძლიერი და სუსტი მხარეები
ძლიერი მხარეები:
- მარტივი მონტაჟი
- ერგება ნებისმიერი ზომის ღიობს
- არ საჭიროებს შესასვლელის გადაკეთებას და განსაკუთრებულ ზომებზე მორგებას
- გაღების მექანიკური და ავტომატიზებული ფორმა
სუსტი მხარეები:
- სხვა ჭიშკრებთან შედარებით უფრო სუსტია და შეღწევა ადვილი.
დასაკეცი (გარმონი) კარი
გამოიყენება როგორც შემოღობვის ნაწილი სააგარაკე ნაკვეთებში, ანგარებში, სასაწყობე მეურნეობაში, ავტოფარეხებში. შედგება რკინის ან ალუმინის პანელებისაგან; რეზინის საიზოლაციო ფენისგან, მტკიცე ნაჭრისგან, პროფილისგან და გორგოლაჭებისგან. ჭიშკარი ქვევით მოწყობილ მიმმართველ რელსზე მოძრაობს. მისი თავისებური დაკეცვა-გაშლის გამო მას „გარმონს“ უწოდენ.