აღნიშნულ პროექტზე, რომლის განხორციელებაც კალიფორნიაში, ტაჰოს ტბასთან იგეგმება, დიზაინერმა იანა პრიდალნამ (Yana Prydalna) იმუშავა. სახლს ლათინური “A” ასოს ფორმა აქვს და ის ორ ადამიანზეა გათვლილი.
ინტერიერში უხვად არის გამოყენებული ხის მასალა, რაც სიმყუდროვეს ქმნის და სახლის ბინადრებს ბუნებასთან ადაპტირებაში ეხმარება .