in

ალვარო და აანო აალტოების სახლი ჰელსინკიში, რომლის დიზაინი ათწლეულებს უძლებს

Banner M2
Banner M2

ალვარო და აანო აალტოების სახლი ჰელსინკიში მდებარეობს და დღემდე თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ მშვენიერ ნიმუშად ითვლება. წყვილმა საცხოვრებელი თითქმის ასი წლის წინ დააპროექტა. ინტერიერმა საბოლოო სახე 1936 წელს მიიღო და აქვს ნეიტრალური, მყუდრო ატმოსფერო, რომელიც არც ძალიან სადაა და არც ძალიან ქაოტური. მთლიანობაში პროექტი ძალიან თანამედროვე და ელეგანტურია.

ფასადი აგურის კედლებითაა შექმნილი და ხის დეტალები ამშვენებს.

სახლის ასაკზე მიუთითებს მისაღებ ოთახში განთავსებული წიგნები, რომლებიც თანდათანობით ყვითლდება და დერეფანში მაგიდაზე მოთავსებული ტელეფონი. მეორე სართულზე მოწყობილია საძინებელი ოთახი, სადაც მაღვიძარა უკვე წლებია ერთი და იმავე დროს აჩვენებს.

მზის თბილი შუქი მისაღებ ოთახში უხვად შემოდის. ის ანათებს ბუხრის წინ განთავსებულ დივანს. შავი როიალის წინ სკამის თხელი, დახვეწილი მოდელია მოთავსებული. როიალზე ლარნაკების კოლექციაა განლაგებული. ნათურა, რომელიც Poul Henningsen-ს ეკუთვნის, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით იყო წარმოებული და ის აანო აალტომ ბაზრობაზე შეიძინა. ხის სკამი თავად აანოს მიერ არის შექმნილი, ხოლო ‘cigarette table’ მაგიდა 1920-იანი წლის დიზაინია, რომელიც ალვარო აალტომ შექმნა.

 

მაგიდაზე Aino Aalto-ს Bölgeblickის სახელით ცნობილ მინის ჭურჭლის კოლექციას ვხვდებით, რომელმაც მეორე ადგილი მოიპოვა Karhula-Iittala-ს დიზაინის კონკურსში. წითელი ჭაღი A203, Artek-ის ლიმიტირებული კოლექციიდანაა.

სასადილო ოთახის კედელი იაპონურ ატმოსფეროს ქმნის. 300 კვადრატულ მეტრიანი კერძო სახლი, რომელიც აალტოებმა დააპროექტეს, დღემდე ფინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახლად ითვლება, რომელიც ერთ-ერთი პირველი შენობა იყო დედაქალაქში. ალვარომ აქ ორმოცი წელი იცხოვრა მეუღლესთან და შვილთან ერთად.

სახლის მასშტაბები განსხვავებულია და განსაკუთრებული განლაგება აქვს. ინტერიერი ნათლად ასახავს ალვაროს სტილს დიზაინში. წითელი და თეთრი ფერის აგურის დეტალები შეხამებულია ხის მასალასთან, ტექსტილი იცავს მინიმალურ ფერთა პალიტრას:  მშვიდი, მიწერი ტონები, ლურჯი, მწვანე და შავ-თეთრი დეტალები. ფინურის გარდა, სახლის სტილი აღვიძებს ხმელთაშუა და იაპონურ განწყობებს.

ზედა სართულზე პატარა მისაღები ოთახის მსგავსი სივრცეა, რომელსაც წყვილი საუზმისთვის იყენებდა. აქედან შევდივართ საძინებელში. ამ კუთხეში განთავსებული სანათი არის Maire Gullichsen-ის ბრენდის, ხოლო ჭაღი Poul Henningsen-ს ეკუთვნის.

საძინებელი ოთახის ხიბლს მარტივი და ელეგანტური დიზაინი ქმნის.

სახლის ამ ნაწილში იგრძნობა ინტიმური და განსხვავებული ხასიათი.

192B სარკე, რომელიც ალვარო აალტოს მიერ 1993 წელს არის შექმნილი, არყის ხისგანაა დამზადებული.

აღსანიშნავია, რომ სახლის პირვანდელი განლაგება საკმაოდ განსხვავებული იყო. ინტერიერი ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ახლა. ოჯახს განსაკუთრებით სიამოვნებდა ოთახებში გარკვეული დეტალების შეცვლა. მისაღები ოთახის მიმდებარედ თავდაპირველად განთავსებული იყო Artek-ის მრგვალი მაგიდა, რომელიც მოგვიანებით მართკუთხა მაგიდით ჩანაცვლდა, რათა საკმარისი ადგილი ყოფილიყო როგორც ოჯახისთვის, ასევე სტუმრებისთვისაც. სასადილო სკამები აინომ და ალვარომ თაფლობის თვეში ყოფნის დროს შეიძინეს.

მისაღებ ოთახში სავარძლები და დივანი დროდადრო იცვლიდა ადგილს, ხოლო როიალს სხვადასხვა ტექსტურის ქსოვილი ჰქონდა გადაფარებული. წყვილს ზოგჯერ შედარებით უფრო მუქი ფერები მოსწონდა. მისაღები ოთახის გამყოფი კარი თავდაპირველად დახურული იყო, მოგვიანებით კი აანომ მისი გახსნა გადაწყვიტა.

სანათები მანამდე იცვლებოდა, სანამ A331 ჭაღი არ შეიქმნა, რომელიც ალვარომ Artek-ისთვის დააპროექტა.

მისაღებიდან სივრცე ბიბლიოთეკას მიუყვება. შესასვლელში ელის აალტოს მიერ შექმნილი Siena fabric-ს სახელით ცნობილი ქსოვილია ჩამოფარებული.

კედელთან განთავსებული The 60 stool ალვარო აალტოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინია.

აალტოს თქმით, გაშლილი ვაზი მან ფასადის მცირე ნაკლოვანებების დასაფარად გამოიყენა. 2000-იანი წლების დასაწყისში ეს სახლი მუზეუმად გადაკეთდა და დღეს ყოველწლიურად 10000-ზე მეტი მნახველი ჰყავს. შენობა არის Docomomo Finland-ის თანამედროვე ფინური არქიტექტურული შედევრების ნაწილი და დაცულია 1982 წლის ფინეთის კანონით მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.

მიმდინარე წლის 5 მთავარი ტენდენცია ინტერიერის დიზაინში

რემონტის გამოცდილება — ხატია ცირგაიას რჩევები