in ,

ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა – თბილისის ჩვენთვის უცნობი შენობები

Alliance Group
Alliance Group

ჩვენს ირგვლივ უამრავი ისეთი შენობაა, რომელსაც უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. შეიძლება გვსმენია, რომ სადღაც მიტოვებული შენობებია მიმოფანტული, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად სად მდებარეობს და რატომ დაკარგა ფუნქცია?

ეს კითხვა არაერთ ადამიანს გაუჩნდა, რის გამოც MUA-ს ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა „ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა“MUA Architecture & Placemaking მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე არიქტეტურული ოფისია, რომლის სამუშაო პრაქტიკა მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს მოიცავს, როგორც არიქტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. კვლევის დაწყების დროს აღმოჩნდა, რომ იმათაც კი, ვისაც ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს მიტოვებული შენობების შესახებ, ბევრად ნაკლები სცოდნიათ რეალურად არსებულ რესურსებთან შედარებით.

„ამ კვლევის ფარგლებში ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის გაგება, თუ რა რესურსი აქვს ქალაქს ყოფილი საწარმოო ინდუსტრიული ნაგებობების სახით.“ – ამბობს პროექტის ავტორი – ნატალია ნებიერიძე.

M: მუშაობის რა ფაზები იყო საჭირო კვლევისთვის?

ნატალია ნებიერიძე: კვლევის პროცესი წინა წლის სექტემბრიდან დავიწყეთ, როცა 4 უნივერსიტეტიდან ავიყვანეთ არქიტექტურის ფაკულტეტის 20 სტუდენტი. უკვე იანვარში კი უშუალოდ კვლევის ეტაპზე გადავედით, რაც გულისხმობს ტერიტორიების მონახულებას, სხვადასხვა მეთოდებით მასალის ძიებას. გაზაფხულზე კი, საჭირო იყო არქივებსა და ბიბლიოთეკებში ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ლოკდაუნიდან გამომდინარე, ცოტა გაჭიანურდა ეს პროცესი.

ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლვევის დროს 4 ძირითადი კატეგორია გამოიყო – შენობები, რომლებმაც შეინარჩუნა პირვანდელი ფუნქცია (მაგალითად, კონიაკის ქარხანა, შამპანიურის ქარხანა); ქარხნები, რომლებმაც სრულიად სხვა ფუნქცია შეიძინა (საცოხვრებლად გადაკეთდა, არანაირი კავშირი არ აქვს სამეწარმეო საქმიანობასთან); ტერიტორიები, რომლებშიც მიკრომეწარმეობაა შესული და მეოთხე კატეგორიაში გადანაწილდა ის შენობები, რომლებიც ინგრევა.

M: თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ფუნქციადაკარგული და მიტოვებული შენობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება?

ნატალია ნებიერიძე: ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. როდესაც რაიმე ნაგებობას გარკვეულ ფუნქციას უბრუნებ ან ახლებურად გარდაქმნი, აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რისი საჭიროება უდგას ამ ეტაპზე ქალაქს, ვინ უზრუნველყოფს საჭირო რესურსით, ვის უნდა მოხმარდეს ის და ა.შ.

M: თქვენი გამოფენის როლი როგორია ამ ყველაფრში?

ნატალია ნებიერიძე: ჩვენი კვლევის მიზანი ამ ეტაპზე რესურსის შესწავლა და ინფორმაციის დოკუმენტიზაცია იყო. რაც შეეხება გამოფენას, გვსურდა, ფოკუსირება მოგვეხდინა ამ თემაზე და ფართო საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში წარმოგვედგინა ეს ნაგებობები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება, გადარჩენა და აღდგენა, თუნდაც სხვა ფუნქციით, რაც თითოეული ადგილის შემთხევვაში კომპლექსური მიდგომების და შემდეგ ეტაპებზე მსჯელობის საგანია.

გადარჩენა ნამდვილად სჭირდება შენობების უმეტესობას, რომლებიც დანგრევის საშიშროების წინაშეა. მაგალითად, წისქვილკომბინატი – არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით საინტერესო შენობა, რომლის დანგრევასაც გეგმავენ…

მოგვეპოვება ნაგებობები, სივრცე, რომელთა გარდაქმნაც შესაძლებელია ჩვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ამგვარად ნაკლები რესურსიც იხარჯება, როდესაც არსებობს ძირითადი მოცემულობა და მხოლოდ მომავალი ფუნქციისთვის საჭირო დანამეტებზე „ვზრუნავთ“.

„ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევის” გამოფენა ნინო ფალავანდიშვილის კურატორობით, 22 ოქტომბერს Artarea GalLery-ში გაიხსნა.

წარმოგიდგენთ  ფოტომასალას, რომელიც ფოტოგრაფ Angus Leadley Brown-ს ეკუთვნის.

 

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციაზე Cushman & Wakefield იმუშავებს

ბინა ჭავჭავაძეზე