in

აბაზანის მოწყობისას დაშვებული 7 მთავარი შეცდომა

როგორც წესი, აბაზანა მეორად ოთახად განიხილება და მის დიზაინს მცირე ყურადღება ეთმობა. სწორედ ამის გამო, ხშირად ჩნდება პრობლემები, რომელთა თავიდან აცილება ადვილია, თუ აბაზანის მოწყობაზე წინასწარ დაფიქრდებით.

შეცდომა #1: შესანახი სივრცეების უგულებელყოფა 

რა თქმა უნდა, აბაზანა საკუჭნაოდ არ უნდა გადაიქცეს, მაგრამ დამატებითი საცავი ზედმეტი არასოდეს არის. საჭირო წვრილმანებისთვის შეგიძლიათ უნიტაზის ზემოთ პატარა კარადა ან რამდენიმე ღია თარო მოათავსოთ.

შეცდომა #2: უნიტაზის არასწორი განლაგება

კომბინირებულ აბაზანაში უნიტაზი იდეალურად უნდა იყოს მოთავსებული ტიხრის მიღმა. ასევე, შეგიძლიათ მოპირკეთების სხვადასხვა მასალების გამოყენებით ვიზუალურ, ზონირებას მიმართოთ. მაგალითად, ნიჟარისა და უნიტაზის ზემოთ არსებული კედლის ნაწილი კონტრასტული ფერის ფილებით მოაპირკეთეთ. იზოლირებულ აბაზანაში რეკომენდებულია უნიტაზი კარიდან რაც შეიძლება შორს განათავსოთ.

შეცდომა #3: შეუსაბამო ფერთა პალიტრა

აბაზანის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ოთახის გაფორმებისას სამზე მეტი ნათელი ელფერი არ უნდა გამოიყენოთ. პატარა სივრცეში, რომელშიც ბუნებრივი განათება არ არის, ბევრად უფრო ადვილია ფერების თვალსაზრისით გადაჭარბება, ვიდრე ფართო მისაღებ ოთახში. უპირატესობა მიანიჭეთ იატაკისა და კედლის ახლო ტონებში გაფორმებას, მაგრამ მონოქრომულ ინტერიერს მოერიდეთ – სრულიად თეთრი საპირფარეშო ზედმეტად “ცივი” და “ოფიციალური” ჩანს.

შეცდომა #4: გაუთვლელი განათება

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საპირფარეშო პატარაა, სინათლის ერთი წყაროთი არ უნდა შემოიფარგლოთ. კომფორტული გარემოს შესაქმნელად გამოიყენეთ ჭერში ჩაშენებული რამდენიმე განათება სიკაშკაშის რეგულირების შესაძლებლობით. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბრა ან განათების მქონე სარკე.

შეცდომა #5: ხელსაბანის არარსებობა

საპირფარეშოში ნიჟარა მოსახერხებელი ელემენტია. ხელების დასაბანად ყოველ ჯერზე გვერდით ოთახში შესვლა საჭირო არ არის. დღეს შეგიძლიათ იპოვოთ კუთხის კომპაქტური მოდელები, რომლებიც ყველაზე პატარა საპირფარეშოსაც კი ერგება.

შეცდომა #6: სარკის არასწორი განლაგება

ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ისაა, რომ სარკე უნიტაზის მოპირდაპირედ არ უნდა იყოს განთავსებული. უმჯობესია, თუ ის უნიტაზის მხარეს მდებარე ნიჟარის ზემოთ ან თუნდაც მჯდომარე ადამიანის თვალის დონეზე მაღლა განთავსდება.

შეცდომა #7: დეკორის არარსებობა

აბაზანა ისეთივე ოთახია, როგორც საძინებელი ან მისაღები და ის შეიძლება სხვა სივრცეებზე არანაკლებ სანახაობრივი იყოს. მოპირკეთების მასალების კუთხით ექსპერიმენტების ჩატარების არ შეგეშინდეთ. მაგალითად, ფილების ნაცვლად შპალერი ან კედლის პანელები გამოიყენეთ და ოთახს რამდენიმე დეკორატიული ნივთი დაამატეთ. ეს შეიძლება იყოს ნაქსოვი კალათა პირსახოცებისთვის, პოსტერი ან ყვავილების ლარნაკი. ასეთი ნივთები სივრცეს გააცოცხლებს და მას სიმყუდროვეს შემატებს.

5 მიზეზი იმისთვის, რომ სამზარეულოს კუნძულზე უარი თქვათ

House M – ტულუზის შუაგულში მდებარე შესანიშნავი სახლი