in

რა უნდა გავითვალისწინოთ აბაზანაში შპალერის გაკვრისას?

როდესაც სახლის ინტერიერის შექმნაზე მიდგება საქმე, გარკვეულწილად, სველი წერტილები ითვლება ყველაზე ნაკლებად გასაფორმებელ სივრცედ, რადგან მათ ნამდვილად არ სჭირდებათ იმდენი დეკორი და ავეჯი, რამდენიც სხვა ოთახებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ელეგანტური დეტალი. მაგალითად ეს შეიძლება იყოს აბაზანის შპალერი. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სივრცეში შპალერის გაკვრა საკმაოდ სპეციფიკური საქმეა, რომელსაც ცოდნა სჭირდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა ამ მიმართულებით:

დაიწყეთ ცარიელი კედლით

შპალერის გაკვრამდე აუცილებლად მოხსენით დამჭერები, საკიდები, განათების მოწყობილობები, გადამრთველი პანელები და სარკე. სუფთა კედლები აუცილებელია ნებისმიერი შპალერის წარმატებით გასაკრავად. მოაშორეთ კედელს ლაქები ან ნაკლოვანებები მთელ ზედაპირზე, გადაფხიკეთ ნებისმიერი ფხვიერი საღებავი და ამოავსეთ ყველა ხვრელი. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაშრება, აირჩიეთ პრაიმერი, რომელიც ერგება თქვენს სივრცეს.

არ დააიგნოროთ განლაგება

აბაზანაში გასათვალისწინებელია რამდენიმე კონკრეტული ფაქტორი. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ოთახის ბუნებრივ განათებას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ფერი თქვენს კედლებზე. თუ მცირე ბუნებრივი შუქია, რაც ხშირია აბაზანების უმეტესობაში, მუქი ფერები სივრცეს კიდევ უფრო პატარას და ბნელს გახდის, ვიდრე სინამდვილეშია.

ასევე მოერიდეთ ყველაფერს, რაც შეიძლება ცოტათი ქაოტური იყოს. თვალისმომჭრელმა ფერებმა და რთულმა ნიმუშებმა შეიძლება შეგაწუხოთ, თუნდაც ქვეცნობიერად. ეს არ არის ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ საპირფარეშოში.

შეუკვეთეთ ნიმუშის ნაკრები

გამოიყენეთ ნიმუში თქვენს კედელზე, სანამ საბოლოოდ გააკრავდეთ შპალერს, რომელიც შეიძლება არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ და ამას დროზე ადრე გაარკვევთ. მცირე მონაკვეთის გაკვრა მთელ ოთახში გაკვრამდე საშუალებას გაძლევთ, ვიზუალურად წარმოიდგინოთ, როგორ გამოიყურება გარკვეული პრინტი ან ფერი თქვენს დეკორთან მიმართებაში.

დაფარეთ ჭერი

როდესაც აბაზანაში შპალერის გაკვრას გადავწყვეტთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მას, სხვა სივრცეების მსგავსად, ჭერიც უნდა შევუსაბამოთ. მოწესრიგებული ჭერი ერთგვარად კრავს ოთახს და ამიტომაც, აუცილებელია, რომ ეს აბაზანაშიც გავითვალისწინოთ.

არ დათვალოთ ზუსტად რულონების რაოდენობა 

არ დაგავიწყდეთ დამატებითი რულონების ყიდვა. შეიძინეთ ადეკვატური რაოდენობა, რადგან თქვენ არასდროს იცით, როდის რა გაფუჭდება და როდის დაგჭირდებათ ზედმეტი შპალერი. პროფესიონალები გვთავაზობენ შევიძინოთ დამატებით ორიდან ოთხ რულონამდე, ჩვენი სივრცის კვადრატული მეტრის მიხედვით.

ის, რაც ფაიფურის შესახებ უნდა ვიცოდეთ – ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნე სოლომონ ნადიმაშვილთან

სახლი მიწის ქვეშ – Francisco Pardo Arquitecto-ის ნამუშევარი მექსიკაში