31 მაისს გაიმართა Bosch-ის ჩასაშენებელი ტექნიკის ახალი ხაზის, Accent | Line carbon black-ის გრანდიოზული წარდგენა. ღონისძიება Elit Electronics-ის სივრცეში, Grato Showroom-ში ჩატარდა. პრეზენტაციას დაესწრნენ ცნობილი სახეები, შეფ- მზარეულები, ბლოგერები და ინტერიერის გამორჩეული დიზაინერები
საღამო გახსნა Bosch-ის დსთ-ს რეგიონის ბრენდ მენეჯერმა, Fidan Sultanova-მ, რომელმაც ისაუბრა ბრენდის ისტორიასა და ინოვაციებზე, რომლის საშუალებითაც, Bosch-ი წლების განმავლობაში ქმნის გამორჩეულ ტექნიკას, ცხოვრების გამარტივებისთვის.
Serdar Mumcu-მ, Bosch-ის რეგიონულმა მენეჯერმა, პროდუქტის დიზაინის მიმართულებით, ისაუბრა, როგორ დაიბადა Accent | Line carbon black-ის შექმნის იდეა და რამ უბიძგა იდეის ავტორებს, გაეერთიანებინათ სამზარეულოს ჭკვიანი ტექნიკა, ერთი უნიკალური დიზაინის ქვეშ.
პროდუქტის შემქმნელების გამოსვლის შემდეგ, შთამბეჭდავი სანახაობის დროც დადგა. საზოგადოებას წარუდგინეს ელეგანტური დიზაინის, შავი ფერის სამზარეულო, რომლის საშუალებითაც, შეფ-მზარეულმა, ლუკა ნაჭყებიამ, ნამდვილი კულინარიული შოუ მოაწყო. სტუმრებმა ისიამოვნეს Accent line-ის სამზარეულოს დახვეწილი, ჭკვიანი ტექნიკით და დააგემოვნეს შეფის უგემრიელესი კერძები.
Accent | Carbon Black განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს მაქსიმალური კომფორტით.
სადა, დახვეწილ ხაზებს, მეტ ხიბლს სძენს შავი ფერის ესთეტიკა, რომელიც ქმნის Accent | Carbon Black-ის გამორჩეულ, პრემიუმ კლასის დიზაინს. კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა ინოვაციურ ტექნიკას ერთ უნიკალურ დიზაინში.
დახვეწილი დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ბალანსი
Bosch-ის Accent Collection | Line Carbon Black გთავაზობთ პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ჩასაშენებელ ტექნიკას, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.
დაზოგეთ დრო და ენერგია, მიიღეთ მაქსიმალურ სიამოვნება მზადების პროცესისგან და სხვა ყველაფერი თქვენს ჭკვიან ტექნიკას მიანდეთ. სრულყოფილება დეტალებშია.
[R]