in

“ინოვაციური სიმარტივე” – ისამუ ნოგუჩის მიერ შექმნილი სანათების გამორჩეული კოლექცია

Akari-ს სანათი, შესაძლოა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავთ. ქაღალდის ჭაღი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული დიზაინია, რომელიც  იაპონური წარმოშობის ამერიკელ მოქანდაკეს, ისამუ ნოგუჩის ეკუთვნის.

ისამუ 1951 წელს იაპონიის ქალაქ გიფუში მოგზაურობდა, სადაც ყოველ ღამე ათვალიერებდა ულამაზეს ფარნებს. ეს პატარა ქალაქი იმ დროს ცნობილი იყო ბამბუკის წარმოებითა და ქაღალდის ფარნებით. სანახაობამ ნოგუჩი შთააგონა, ქალაქში დარჩენილიყო, ესწავლა ქაღალდის ფარნის კონსტრუქცია და საკუთარი სანათების კოლექცია შეექმნა, რომელსაც Akari უწოდა, რაც იაპონურად „ნათელს“ ნიშნავს.

Akari-ს სანათები ძირითადად ორი ელემენტისგან მზადდება – ბამბუკის ჩარჩოსგან და ხელნაკეთი ქაღალდისაგან. ქაღალდი ზოლებად იჭრება და ეწებება ბამბუკის ჩარჩოზე, წებოს გაშრობის შემდეგ კი ჩარჩო შორდება და სანათი იღებს ფორმას.

ისამუმ თითოეული ეს პროდუქტი ისე დააპროექტა, რომ ისინი ყოფილიყვნენ ერთდროულად ძალიან მსუბუქი და ფუნქციურიც განათების მხრივ. შესაბამისად, დიზაინერმა არსებითად შეამცირა მაშინდელი პოპულარული სანათების მკაცრი და მძიმე დიზაინი და საბოლოო ჯამში, ასზე მეტი სტილის მოდელი შექმნა, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან სტილით განსხვავდება, თუმცა მსგავსი მიდგომებითა და კონსტრუქციით მზადდება.

დღესდღეობით აღნიშნული სანათები ნოგუჩის მუზეუმში, Vitra-ს შოუ რუმებსა და ნიუ-იორკის მაღაზიებში იყიდება და ფასები დაახლოებით $500-დან იწყება.

16 მარტს წინანდლის მამული ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორს, ენდი სტურჯენს უმასპინძლებს

5 მაღაზია საქართველოში, სადაც საფარდე კარნიზებს შეიძენთ