in

Akete Card – საქართველოში პირველი პლასტიკური ფასდაკლების ბარათი გამოჩნდა

ცოტა ხნის წინ ბაზარზე ახალი პლატფორმა Akete Card გამოჩნდა, რომელიც საქართველოში პირველი პლასტიკური ფასდაკლების ბარათია. ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, Akete Card-ის პარტნიორ კომპანიებში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და სხვადასხვა სამშენებლო, სარემონტო, საყოფაცხოვრებო, ტექსტილისა და ტექნიკის პროდუქცია ფასდაკლებით შეიძინონ. Akete Card-ის შეთავაზება, ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს მოქმედებს და მომხმარებელს 15%-დან 50%-მდე მუდმივი ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

ბარათის შეძენა სიმბოლურ ფასადაა შესაძლებელი და ერთწლიანი სარგებლობის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, თავიდან გააქტიურებას საჭიროებს. ამავდროულად, მის მფლობელებს სხვადასხვა სარგებელი, მუდმივი საჩუქრები და არაერთი შეთავაზება ექნებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ Akete Card-ის პარტნიორი სამშენებლო კომპანიის მობინადრეები საჩუქრად მიიღებენ ბარათს და მისი საშუალებით შეძლებენ ბინის გარემონტებას დიდი დანაზოგით . მაგალითად, ყველაზე მცირე კვადრატული ბინის გარემონტების შემთხვევაში, დანაზოგი Akete Card-ის გამოყენებით 8000 ლარია.

ამჟამად პლატფორმას დაახლოებით 15-მდე პარტნიორი ჰყავს და მათი რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. კომპანიის დეველოპერული სპონსორი და პარტნიორი Sweef Land-ია, რომელიც უცხოურ ინვესტიციებზე დამყარებული სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა. მის მობინადრეებს კი საჩუქრად Akete Card-ბარათი გადაეცემათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეიძინონ სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქცია დიდი ფასდაკლებით.

კომპანიის სლოგანი – „აკეთე ქარდი, აკეთე შენი სახლისთვის“ გულისხმობს ხარისხიანი რემონტის გაკეთებას ბიუჯეტურ ფასად. პლატფორმის იდეის ავტორი სამშენებლო სფეროში დიდი ხნის გამოცდილების მქონე გიორგი სამხარაძეა, რომელმაც გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები არ დაელოდებოდნენ კონკრეტულ დღეებსა თუ აქციებს და საკუთარი სურვილით, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა პროდუქციას დიდი შეღავათით შეიძენდნენ. Akete Card-ის უნიკალურობაც სწორედ ამაშია – გარდა იმისა, რომ ეს ინოვაციური პროექტია ქართულ ბაზარზე, ამავდროულად ის ინდივიდის ინტერესებზეა მორგებული და მომხმარებელს არაერთ საინტერესო შესაძლებლობას აძლევს.

მომხმარებელის გარდა, სისტემა კომპანიებისთვისაც ძალიან მომგებიანია, რადგან პლატფორმა მათ ყოველდღიურად პოტენციურ კლიენტს სთავაზობს, რომელიც დაზოგილი თანხით სწორედ ამ სივრცეში ყიდულობს პროდუქტს.

Akete Card-ის დიდი სურვილია, მის პარტნიორ კომპანიებს მუდმივად ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი და ურთიერთობა, რადგან ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, Akete Card-ის გუნდი მიმდინარე თვეში ყველა საკუთარი პარტნიორის შეკრებას და მადლობის ნიშნად, მცირე ღონისძიების მოწყობას გეგმავს.

საქართველოში პირველი პლასტიკური ფასდაკლების ბარათების შეძენა, რომელიც ერთდროულად მომხმარებლებსა და კომპანიებზეა ორიენტირებული, Akete Card-ის Facebook-გვერდის მეშვეობით და პარტნიორი კომპანიების მაღაზიებშია შესაძლებელი.

ნივთების შენახვის ალტერნატიული გზები საძინებელში — 5 საინტერესო იდეა

ბინა ბერძნული სტილის აბაზანით საირმის გორაზე – მელი ბაღდავაძისა და ლევან ლეფსვერიძის ინტერიერი