in

5 მითი ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრების შესახებ

საკუთარი სახლის ქონა პრაქტიკულად ყველა ადამიანის სანუკვარი ოცნებაა. ამ ოცნების რეალიზაციის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, მათ შორის ბინის მეორად ბაზარზე ან ახალაშენებულ კორპუსში შეძენა. ბევრი პოტენციური ახალმოსახლე არც კი განიხილავს მეორე ვარიანტს, რადგან მასთან დაკავშირებით სხვადასხვა მითებია გავრცელებული. დღეს სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.

მითი №1

პირველი მითი იმაში მდგომარეობს, რომ ახალაშენებული ბინის შეძენისას პრაქტიკულად სამშენებლო მოედანზე გიწევთ ცხოვრება, რადგან დეველოპერული კომპანია ტერიტორიაზე მთლიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

სინამდვილეში, სამშენებლო კომპანიების უმეტესობა, სახლების მშენებლობის პარალელურად, ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ეწევა. შენდება სათამაშო მოედნები, ტროტუარები და ავტოსადგომები, ხდება ტერიტორიის გამწვანება. მშენებარე ობიექტები ექსპლუატაციაში უკვე ჩაშვებული შენობებიდან საკმარის მანძილზეა განლაგებული. ყველაფერი სწორი დეველოპერული კომპანიის შერჩევაზეა დამოკიდებული, ამიტომ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუცილებელია საფუძვლიანი კვლევა ჩაატაროთ.

მითი №2

„პოპულარობის“ მხრივ მეორე ადგილზეა მითი, რომ თანამედროვე სახლები ნაკლები გამძლეობით ხასიათდება. რამდენიმე წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ახალი შენობების ფასადებზე ჩნდება ბზარები ან მათი დანგრევაც კი ხდება საჭირო. ამის მიზეზი იხსნება:

  • ობიექტის აშენების სიჩქარით;
  • ურბანული დაგეგმარების შეზღუდვების იგნორირებით;
  • დაბალხარისხიანი მასალების გამოყენებით და ა.შ.

მართლაც, ახლა კორპუსები ბევრად უფრო სწრაფად შენდება, ვიდრე, მაგალითად, ორმოცდაათი წლის წინ, მაგრამ ეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი სამშენებლო მასალების გამოყენებით არის გამოწვეული. ეს ყველაფერი აჩქარებს და ამარტივებს მშენებლობის პროცესს, მაგრამ შენობის სიმტკიცეზე არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს კეთილსინდისიერ კომპანიებს ეხება.

იმისათვის კი რომ არ გახდეთ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიების მსხვერპლი, საჭიროა გულდასმით შეამოწმოთ დეველოპერის რეპუტაცია.

მითი №3

მესამე მითი ახალ კორპუსებში ცუდ ხმის იზოლაციასა და მიკროკლიმატს ეხება. არსებობს მოსაზრება, რომ ახალ საცხოვრებელში ზამთარში ცივა და ზაფხულში ძალიან ცხელა. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არაკეთილსინდისიერი დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ დაბალი ხარისხის პანელური ტიპის ეკონომ კლასის სახლებზე ვსაუბრობთ. სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ასეთ შენობებს შეიძლება ცუდი სავენტილაციო სისტემა და თბოიზოლაცია ახასიათებდეს. თუ ბინის პანელურ სახლში ყიდვას განიხილავთ, აუცილებლად შეამოწმეთ დეველოპერული კომპანიის რეპუტაცია.

სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით აშენებულ მაღალსართულიან შენობებში მსგავსი პრობლემები პრაქტიკულად გამორიცხულია. მათ ფასადებზე დატანილია საიზოლაციო ფენა, რომელიც ზამთარში სითბოს დაგროვების, ხოლო ზაფხულში მზის სხივების არეკვლის ფუნქციას ასრულებს. კედლების გაზრდილი სისქისა და იატაკის ხმის საიზოლაციო სისტემის გამო კი, ხმაურის დონე საგრძნობლად მცირდება. ეს პარამეტრები ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს რემონტის დროს, ხმის საიზოლაციო მასალის კიდევ ერთი ფენის დაგებით.

მითი №4

ახალაშენებულ სახლებში არასასიამოვნო და პირქუში სადარბაზოების შესახებ ამბები მომდევნო მითია. თუმცა, ახალ აშენებული კორპუსების უმრავლესობას აქვს ფართო შესასვლელი, რომელიც აღჭურვილია დიზაინერული ნათურებით და სარკეებით, ორი ან მეტი ლიფტით, საფოსტო ყუთებით, ველოსიპედებისთვის და ეტლებისთვის განკუთვნილი ადგილით და ა.შ.

მითი №5

ბოლო მითი, რომლის შესახებ დღეს ვისაუბრებთ შეეხება პარკირების ადგილების ნაკლებობას. ჩვეულებრივ პრაქტიკაში, დეველოპერული კომპანია თითოეული ბინისთვის ერთ საპარკინგე ადგილს ითვალისწინებს. ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ასევე უზრუნველყოფს პარკირების მიწისქვეშა სივრცეს, სადაც ადგილების შეძენა შეღავათიანი პირობებით არის შესაძლებელი ბინასთან ერთად. ამას გარდა, არსებობს დეველოპერული კომპანიები, რომლებიც კიდევ უფრო შორს მიდიან და სრულიად არასტანდარტულ პირობებს სთავაზობენ საკუთარ მომხმარებლებს. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთი პრემიუმ კომპლექსი “ნამაი ვაკე“, რომელიც სულ ახლახან დასრულდა. აქ თითოეულ ბინას, კვადრატულობის გათვალისწინებით, ერთი, ორი ან სამი ავტოსადგომი მოჰყვება. რაც შეეხება სტუმრებს, ისინი ამ მიზნობრიობით არსებულ ცალკე ავტოსადგომით ისარგებლებენ.

მიწისქვეშა ავტოსადგომი “ნამაი ვაკეს” კომპლექსში

ამას გარდა, ნამაი ვაკეში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მითის გაქარწყლება ადვილად არის შესაძლებელი. კომპლექსი სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აგებული, რაზეც ისეთი დეტალები მეტყველებს, როგორიცაა მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ნივთების შენახვა პატარა სივრცეში – 10 საინტერესო იდეა

გამორჩეული სააბაზანო სივრცეები საქართველოდან – 8 საინტერესო პროექტი