ბინის შეძენა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ახალი საცხოვრებლის შერჩევისას უპირატესობა ყოველთვის ახალაშენებულ კომპლექსს ენიჭება, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვით იგება და მაცხოვრებელს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. მიუხედავად თანამედროვე ბინების მრავალფეროვანი არჩევანისა, ხშირად გადაწყვეტილების მიღება ჭირს, რადგან საკმაოდ რთულია ისეთი საცხოვრებლის მოძიება, რომელიც თქვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ მთავარ ფაქტორებზე, რაც ახალაშენებული ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ.
მდებარეობა — საცხოვრებლის შერჩევისას, უპირველესად, მისი ადგილმდებარეობა უნდა გაითვალისწინოთ. დროის დაზოგვის მიზნით, სასურველია, ბინა თქვენი სამსახურიდან შორ მანძილზე არ იყოს. ბავშვების შემთხვევაში კი რეკომენდებულია სკოლასთან და ბაღთან სიახლოვეც. კომფორტული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, წვდომა გქონდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, სავაჭრო ცენტრებთან და სააფთიაქო ქსელებთან. ასევე, საყურადღებოა ლანდშაფტის მდგომარეობა. ქალაქში ცხოვრებისას ბუნებასთან სიახლოვე გადამწყვეტია ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ამიტომ, სანამ ბინას შეიძენთ, დარწმუნდით, რომ ის ეკოლოგიურად ხელსაყრელ გარემოში მდებარეობს.
დეველოპერული კომპანიის სანდოობა — დღეს საქართველოში სამშენებლო კომპანიების ფართო არჩევანია, თუმცა ყველა მათგანი არ გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და სანდოობით. ამიტომ, სანამ საცხოვრებელს შეიძენთ, გამოიკვლიეთ ბაზარი, მოიძიეთ ინფორმაცია შესაბამისი კომპანიის შესახებ, გაეცანით მათ ნამუშევრებს, მიდგომებს, სტანდარტებს, მომხმარებელთა მიმოხილვებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.
ბინის მდგომარეობისა და კეთილმოწყობის განსაზღვრა — გაარკვიეთ რა მდგომარეობაში გბარდებათ ბინა, როგორაა კეთილმოწყობილი, რამდენად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, თუ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს. შეაფასეთ უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი. მოიძიეთ ინფორმაცია იმ დამატებითი პირობების შესახებ, რომლებსაც კონკრეტული დეველოპერული კომპანია გთავაზობთ. მაგალითად, შესაძლოა, საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებული იყოს — ავტოსადგომი, გასართობი და რეკრეაციული ზონები, დალაგებისა და ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა, რაც დიდი უპირატესობაა
ეკოლოგიური სიჯანსაღე და ენერგოეფექტურობა — აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება მასალებზე, მათ ეკოლოგიურ სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე, რადგან ბინაში, სადაც დროის დიდი ნაწილის გატარება მოგიწევთ თავი ჯანსაღად და საიმედოდ იგრძნოთ. შეაფასეთ სახლის ენერგოეფექტურობა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია შემდგომში კომფორტული ცხოვრებისა და კომუნალური ხარჯების დასაზოგად.
ბიუჯეტის განსაზღვრა — ბინის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ეს პროცესი ფინანსურ გამოთვლებსა და თანხის სწორად გადანაწილებას საჭიროებს. თავდაპირველად, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი, შემდგომ კი მოიძიოთ ინფორმაცია იმ შეთავაზებებზე, ფასდაკლებებსა და საპროცენტო განვადებაზე, რასაც კონკრეტული დეველოპერული კომპანია გთავაზობთ. სრულფასოვანი ბაზრის კვლევით შესაძლოა, თქვენთვის ხელსაყრელ და მომგებიან გარიგებას წააწყდეთ.
ზემოთჩამოთვლილ ყველა აუცილებელ მოთხოვნას საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ აკმაყოფილებს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ზემო ვაკეში, ბუნებასთან ახლოს მდებარეობს. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტების დაცვით აშენდა.
კომპლექსი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალით, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული მიდგომებით, მაღალი ენერგოეფექტურობითა და გონივრულად დაგეგმარებული ლანდშაფტით, რომელიც მაცხოვრებლებს ბუნებასთან სიახლოვის შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, „ნამაი ვაკე“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ქალაქის ცენტრში ყოფნა და ამასთანავე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრება სურს.