in

რა უპირატესობები აქვს ახალაშენებულ კომპლექსს ძველ კორპუსთან შედარებით?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებაა, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობასთან და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. საქართველოში ამ მხრივ არჩევანის მრავალფეროვნებაა. საკმაოდ დიდია რაოდენობა როგორც ძველი შენობების, ისე ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსებისა. შესაძლოა, ძველი სახლები ფინანსურად შედარებით იაფი ჯდება, თუმცა ახალაშენებული ბინები არაერთი უპირატესობით გამოირჩევა და რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად აღემატება ე.წ. საბჭოურ ნაგებობებს.

გამჭვირვალობა — ეს ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა, რასაც ახალაშენებული კომპლექსი გთავაზობთ. სანდო დეველოპერული კომპანიები დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან მშენებლობის ყველა ასპექტსა თუ მასალაზე, რაც უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიებს გვაძლევ განსხვავებით ძველი პროექტებისგან, რომელთა რეალური მდგომარეობის, პროდუქტების ხარისხისა და ეკოლოგიური სიჯანსაღის შესახებ არაფერი ვიცით.

თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინება და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა — ახალაშენებული კომპლექსების უმეტესობა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დაცვით სრულდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ხარისხი, ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება მაღალ მოთხოვნებს შეესაბამება. ამგვარი შენობები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა ნაგები და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს, რაც ბინის მდგომარეობასა და კეთილმოწყობაზეც აისახება. ამავე დროს, ახალაშენებული კომპლექსი, სამშენებლო მასალები თუ ტექნიკა ბევრად მდგრადია და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად მდგომარეობას.

ენერგოეფექტურობა და თანამედროვე კეთილმოწყობა —  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, სახლის ენერგოეფექტურობა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით კეთილმოწყობაა. სანდო დეველოპერული კომპანიები დიდ ყურადღებას ამახვილებენ ამ ფაქტორებზე და მომხმარებლებს შესაბამის თბოიზოლაციას, თანამედროვე კომუნიკაციებს, გათბობა-ვენტილაციის სისტემებს სთავაზობენ, რომლებიც მაცხოვრებლების სრულ კომფორტს უზრუნველყოფს და კომუნალური ხარჯების შემცირებას იწვევს.

თანამედროვე ესთეტიკა და მიმზიდველობა — სამშენებლო კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ არქიტექტურული ნაგებობის დიზაინს და უმეტესად, თანამედროვე, მინიმალისტურ, დახვეწილ კომპლექსებს აგებენ, რომლებიც ორიგინალური გადაწყვეტებით გამოირჩევა და ერთიან იერსახეს განაპირობებს. ამასთანავე, შიდა სივრცეც ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად ერგება მაცხოვრებლის მოთხოვნებს და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნის.

დაცულობა და უსაფრთხოება — განსხვავებით ძველი შენობებისგან, ახალაშენებული კომპლექსი დაცვის სისტემებს გულისხმობს და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ვიდეოკონტროლი, დაცული სადარბაზოები, ლიფტის შეუფერხებელი მუშაობა, სახანძრო სისტემები – ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებსაც ახალაშენებული კომპლექსები უნდა აკმაყოფილებდეს, რათა მაცხოვრებლების მაქსიმალური დაცულობა უზრუნველყოს.

ინფრასტრუქტურა და  გამწვანება —  ახალაშენებულ კომპლექსში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოსადგომები და კომერციული ინფრასტრუქტურა — მაღაზიები, სალონები, აფთიაქები, რაც დამატებთ კომფორტს ქმნის. ამასთანავე, დეველოპერული კომპანიებისთვის პრიორიტეტულია გამწვანება და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა, რაც საბავშვო გასართობ სივრცეებს, პარკებს, მოედნებსა და მოსასვენებელ ადგილებს გულისხმობს.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

საქართველოს ბაზარზე არაერთი სამშენებლო კომპანიიდან გამორჩეულ ადგილს პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ იკავებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.  ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის”  პროექტი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე  — დახვეწილი, სკანდინავიური სტილის არქიტექტურით, მაღალი ენერგოეფექტურობით, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, უახლესი ტექნოლოგიებითა და ევროპული სამშენებლო სტანდარტების დაცვით გამოირჩევა. კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობა რეკრეაციული, გამწვანებული ზონებისა და გასართობი დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობაა. პროექტში გათვალისწინებულია „უმანქანო შიდა ეზო”, რომელიც იდეალურ პირობებს ქმნის სუფთა ჰაერზე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ამასთანავე, კომპლექსს გააჩნია მასშტაბური მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც პარკირების პრობლემებს გამორიცხავს. შეიძლება ითქვას, რომ „ნამაი ვაკე“ თანამედროვე, ევროპული, უსაფრთხო და ინოვაციური მიდგომებით აღჭურვილი კომპლექსია, რომელიც მობინადრეებს სრულფასოვანი, კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობას უქმნის.

ჰანა ანონენი – ახალგაზრდა დიზაინერი ფინეთიდან, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდებთან თანამშრომლობს

სამზარეულო კუნძულით – რჩეული პროექტები საქართველოდან