in

Highlands By Alliance: ალიანს ჯგუფმა გოდერძიზე, ალპური-ტიპის ახალი კომპლექსი წარადგინა

“ალიანს ჰაილენდსის” Presale გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ინვესტირების საწყისი ეტაპის პრივილეგიებითა და ექსკლუზიური ბენეფიტებით სარგებლობა არის შესაძლებელი.

ახალი ინოვაციური, ალპური ტიპის სამთო-საკურორტო უძრავი ქონების კონცეფციით, “ალიანს ჯგუფმა” კურორტ გოდერძიზე კიდევ ერთ საინვესტიციო კომპლექს – “ალიანს ჰაილენდსს” ჩაუყარა საფუძველი.

პროექტი, რომელიც კავკასიის უიშვიათეს კლიმატურ ზონაში მდებარეობს, სამთო ტურიზმის ისეთ წამყვან, რეკრეაციულ კურორტთა ანალოგს წარმოადგენს, როგორებიცაა: „ასპენი“, „ვეილი“, „სეინტ მორიცი“.

აღსანიშნავია, რომ ალიანსის დეველოპერული პორტფოლიო, კურორტ გოდერძიზე წარმატებით რეალიზებულ კიდევ ერთ მულტიფუნქციურ პროექტს მოიცავს, რომელიც საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ Ramada-სთან პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტის შესახებ

“ალიანს ჰაილენდსი” ზღვის დონიდან 2027 მეტრზე, კურორტის ტურისტულ ცენტრში,  გოდერძის საბაგიროდან 60 მეტრში მდებარეობს და აერთიანებს საერთო პოდიუმით დაკავშირებულ, სამსართულიან A, B, C თაუერებს, საინვესტიციო ლოფტ რეზიდენციებს, თანამედროვე, სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურასა და სრულად ფუნქციონირებად, დამოუკიდებელ სასტუმროს.

“ალიანს ჰაილენდსი”, საინვესტიციო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას, სამთო-საკურორტო უძრავ ქონებას წარმოადგენს, რომელიც ალპური-ტიპის, ლოფტ რეზიდენციებით, სამთო-საკურორტო, სათხილამურო ინფრასტრუქტურითა და კონცეფციით,  კურორტ გოდერძიზე მსყიდველუნარიან მომხმარებელთა კონცენტრაციას მოახდენს, რითაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის რეალიზაციასა და სამთო-საკურორტო უძრავი ქონების განვითარებას საქართველოში.

მზარდი საერთაშორისო ინტერესი, სამთო-საკურორტო უძრავი ქონების მოთხოვნის მნიშვნელოვანი სტიმულანტია – 2023 წლის მონაცემებით, ბაზრის ღირებულება 16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც 10 წელიწადში, 50 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. იმავდროულად, ინდუსტრია წლიურად 400 მილიონზე მეტ მაღალი კლასის, მსყიდველუნარიან დამსვენებელს იზიდავს.

შესაბამისად, კომპლექსის კონცეფციაზე ამ მასშტაბის საერთაშორისო მოთხოვნა, “ალიანს ჰაილენდსის” ლოკაცია, ბუნებრივი რეკრეაციული ლანდშაფტი, პროექტის ნიშური სეგმენტი და Presale შეთავაზების ფარგლებში, ინვესტირების საწყისი ეტაპის უპირატესობები მკვეთრად განაპირობებენ “ალიანს ჰაილენდსის” საინვესტიციო მიმზიდველობას.

9 ადგილი თბილისში, სადაც ცალკე მდგომ აბაზანას შეიძენთ

მისაღები ავეჯის ტრენდული მოდელები — 4 რჩეული კოლექცია „კომფორტერიდან“