in

ალბერტ კანი — დეტროიტის არქიტექტორი

ალბერტ კანი, რომელსაც ხშირად დეტროიტის არქიტექტორს უწოდებენ, 1869 წლის 21 მარტს გერმანიაში, რაუნენში დაიბადა. ის მოხეტიალე რაბინის შვილი იყო. ადრეულ ასაკში კანი სკოლაში არ დადიოდა, მაგრამ, სანაცვლოდ, დაკავებული იყო სხვადასხვა სამუშაოებით და იღებდა ხელოვნების გაკვეთილებს მოქანდაკისგან — იულიუს მელჩერისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისმა ოსტატმა აღმოაჩინა, რომ კანი დალტონიკი იყო, ამიტომ მას ხელოვნების ნაცვლად არქიტექტურის შესწავლა შესთავაზა.

The Qube, დეტროიტი

ინტენსიური შრომისა და საქმისადმი ერთგულების წყალობით, კანი დიზაინის მიმართულებით საკმაოდ ნიჭიერი სტუდენტი აღმოჩნდა და 1890 წელს მან სტიპენდია მიიღო. ამ სტიპენდიის დახმარებით კანმა ერთი წლის განმავლობაში ევროპაში იმოგზაურა და შეისწავლა ბევრი რამ, რაც მას შემდგომ არქიტექტურულ კარიერაში დაეხმარა. ევროპული მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კანი Mason & Rice ფირმის მთავარ დიზაინერად დანიშნეს. 1890-იან წლებში მან უარი თქვა ლუის სალივანის ფირმაში ფრენკ ლოიდ რაიტის შეცვლაზე და Mason & Rice-ში მუშაობა 1896 წლამდე განაგრძო. 1902 წელს კანმა წამოიწყო საკუთარი საქმიანობა, რომელიც ორმოცწლიანი ბრძოლის შემდეგ თითქმის ოთხასი ადამიანისგან შემდგარი კომპანია გახდა.

Albert Kahn Building, დეტროიტი

1929 წლიდან 1932 წლამდე კანმა საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის პირველ ხუთწლიან გეგმაში თავისი წვლილი შეიტანა — ხელმძღვანელობდა 521 ქარხნის მშენებლობას და ასევე საბჭოთა კავშირის 4,000-ზე მეტი ინჟინერი გაწვრთნა. 1937 წლისთვის შეერთებულ შტატებში ქარხნების დაახლოებით ერთი მეხუთედის მშენებლობა კანის ფირმის სახელთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, კანის ფირმა ასევე მძიმედ მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და შექმნა Ford-ის გიგანტური Willow Run ბომბდამშენის ქარხანა 1941-1943 წლებში და Glenn Martin Assembly შენობა მისი დანამატებით (1937-1941წწ.).

The Palms Apartments, დეტროიტი

თავისი გავლენიანი კარიერის განმავლობაში, ალბერტ კანი თითოეულ შესაძლებლობას იყენებდა და ამერიკული ინდუსტრიის არქიტექტურის გარდაქმნას საკუთარ პასუხისმგებლობად თვლიდა. როდესაც მან სიბერეს მიაღწია, მთელი თავისი ძალისხმევა ასე აღწერა:

„როდესაც მოღვაწეობა დავიწყე, ნამდვილი არქიტექტორები მხოლოდ მუზეუმებს, ტაძრებს, კაპიტოლიუმებს, მონუმენტებს აპროექტებდნენ. ოფისის ბიჭი ქარხნის შენობების შესაქმნელად საკმარისად კარგად ითვლებოდა. მე ისევ ის ოფისის ბიჭი ვარ, რომელიც ქარხნებს აპროექტებს და ამით ჩემი ღირსება არ შელახულა.“

ალბერტ კანი 1942 წლის 8 დეკემბერს დეტროიტში გარდაიცვალა.

ალბერტ კანის სახლი, დეტროიტი
Fisher Building, დეტროიტი
დეტროიტის თავისფალი პრესის შენობა
პირველი ნაციონალური შენობა, დეტროიტი
ტაძარი Beth-El, დეტროიტი
შენობა Kales, დეტროიტი
Belle Isle კონსერვატორია, დეტროიტი

Cadillac Place, დეტროიტი

მაქსთერმსა და Fondital-ს შორის ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა  

ბუხარი ინტერიერში – რამდენიმე გასათვალისწინებელი ნიუანსი