in

Alberto Pinto – ეკლექტური დიზაინის ლეგენდა

ალბერტო პინტო 1945 წელს დაბადებული მაროკოელი ინტერიერის დიზაინერი და დეკორატორია. სიცოცხლის განმავლობაში მან შექმნა უამრავი სახლის, კორპორაციის, სასტუმროს, იახტისა და თვითმფრინავის ინტერიერი. როგორც ცნობილია, მას ამ სფეროსკენ ბავშვობაში განცდილმა მრავალგვარმა კულტურულმა გავლენებმა უბიძგა.

ალბერტო პინტო პარიზის ეკოლ დუ ლუვრში სწავლის შემდეგ გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც შექმნა ფოტო სააგენტო, რომელიც სპეციალიზირებული იყო არქიტექტურასა და დეკორაციებზე.

რამდენიმე წლის განმავლობაში ალბერტოს გონებაში იქმნებოდა საკუთარი გემოვნება და დამოკიდებულება ინტერიერის დიზაინის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მიეცა ფოტოსესიის საშუალება პრესის ჯგუფისთვის Condé Nast და ჟურნალისთვის House & Gardens. პინტო ასევე მუშაობდა მექსიკაში არქიტექტორ ლუის ბარაგანთან, სადაც მან აღმოაჩინა გრძნობა, მოცულობა და ფერის ძალა. იტალიაში კი მან გაიღრმავა დიზაინის გაგება; ინგლისში ნიჭიერ ინტერიერის დიზაინერთან, დევიდ ჰიკსთან ერთად თანამშრომლობდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მრავალნაირმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა პინტოს სტილი.

60-იანი წლების ბოლოს, ალბერტო პინტომ საკუთარ თავზე აიღო თავისივე ნიუ-იორკის ბინის ინტერიერის დიზაინის შექმნა. მისმა ნამუშევარმა ყველა გააოგნა და ამიტომაც პინტოზე მოთხოვნა მყისვე გაიზარდა. ამან უბიძგა პინტოს, პარიზში საკუთარი ინტერიერის დიზაინის ფირმა შეექმნა.

Alberto Pinto Interior Design დღესაც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კლიენტთა მომსახურებაზე; ბრენდი ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მომხმარებელს და მათ უმაღლეს ხარისხსა და კომფორტს სთავაზობს.

2012 წელს, ალბერტოს გარდაცვალების შემდეგ, მისმა დამ – ლინდამ, რომელიც ყოველთვის მის გვერდით მუშაობდა, ბუნებრივია, აიღო ალბერტო პინტოს ინტერიერის დიზაინის მენეჯმენტი.

ლინდამ ჩვიდმეტი წლის ასაკში მიატოვა მშობლიური მაროკო, რათა ალბერტოს მახლობლად ეცხოვრა. ალბერტომაც საკუთარი და პარიზის გალერეის ხელმძღვანელად დანიშნა. ცოტა ხნის შემდეგ კი მან დას სთხოვა, მისი ინტერიერის დიზაინის ფირმას შეერთებოდა, სადაც ლინდა სწრაფად გახდა პრივილეგირებული თანამშრომელი: ის ზრუნავდა მხატვრულ მიმართულებასა და მენეჯმენტზე.

დღეს, ლინდა მარტო უდგას ფირმას სათავეში და მუშაობს ალბერტოს მიერ წლების განმავლობაში დაკომპლექტებულ ცხრა დეკორატორთან და შვიდ პროექტის მენეჯერთან ერთად.

ქვემოთ მოცემულია ალბერტო პინტოს მიერ შექმნილი დაუვიწყარი დიზაინები:

კლასიკური სასადილო ოთახი
თანამედროვე მისაღები ოთახი
ქალაქის სახლი
აპარტამენტი ნიუ-იორკში
მისაღები ოთახი “ზებრა”
კლასიკური საძინებელი
კლასიკური რეზიდენცია
ფრანგული სასახლე
ალბერტო პინტოს ბიბლიოთეკა

მისაღები ოთახი

ტური Zoë Zimmer-ის ნოტინგ ჰილის სახლში

არქიტექტურა როგორც ეკოლოგიურ-სოციალური კრიზისის გადამჭრელი ხელსაწყო – ინტერვიუ რუსო მარგიშვილთან