როდესაც 1921 წელს ჯოვანი ალესიმ პატარა სახელოსნო გახსნა და სამზარეულოს ჭურჭლის წარმოება დაიწყო, ვერ წარმოედგინა, რომ ათწლეულების შემდეგ მისი სახელობის ნივთები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში გამოიფინებოდა.
გასული საუკუნის დასაწყისში „მასობრივი გამოყენების“ პროდუქტებს ყურადღება ნაკლებად ექცეოდა, რადგან მომხმარებლებს სჯეროდათ, რომ ნივთი ყოველთვის მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო, რასაც სწორედ ალესის მიერ შექმნილი ბრენდი სთავაზობდა. მათი ლითონის ტაფები, ქვაბები და საცხობი ფორმები განთქმული იყო გამძლეობით. „Alessi”-ზე, როგორც არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ როგორც ლამაზი ნივთების მწარმოებელი კომპანიის შესახებ, საუბარი 30-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როდესაც მთავარი დიზაინერის ადგილი კარლომ, ჯოვანი ალესის უფროსმა ვაჟმა დაიკავა.
კარლო გახლდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამრეწველო დიზაინით იყო დაინტერესებული და დარწმუნებული იყო, რომ ჭურჭელს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ მაღალი სამომხმარებლო თვისებები, არამედ ის უნდა იყოს ძალიან ფუნქციურიც. ასე შეიტყო სამყარომ ახალი ბრენდის – Alessi-ს შესახებ, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ელეგანტურს ხდიდა. დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი დიზაინერული სახლია ბაზარზე და ჭურჭლის გარდა, ბრენდის ასორტიმენტში შედის მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნათურები, საათები, აბაზანის აქსესუარები და ინტერიერისთვის განკუთვნილი დეკორატიული ნივთები.
Alessi თანამშრომლობს ისეთ ცნობილ და ლეგენდარულ დიზაინერებთან, როგორებიც არიან ფილიპ სტარკი, მაიკლ გრეისი, ალესანდრო მენდინი და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ბრენდის პროდუქცია თანამედროვე დიზაინის სფეროში ყველაზე პრესტიჟული პრიზებისა და ჯილდოების მრავალგზის გამარჯვებულია.
გარდა შესანიშნავი ხარისხისა და ელეგანტური დიზაინისა, ალესის პროდუქტებს კიდევ ერთი უდავო უპირატესობა აქვს – ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ბრენდის ასორტიმენტში საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტებიც გვხვდება, რომლებიც ათასობით დოლარი ღირს, მაგრამ Alessi-ს მიერ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია. არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ აუცილებლად იპოვით რაიმე განსაკუთრებულს ნივთს, რომელიც ნამდვილად შეგიყვარდებათ.
Alessi განსაკუთრებით გიბლავთ მინიმალიზმის მოყვარულ ადამიანებს. ბრენდის საყვარელი მასალა მრავალი ათწლეულის მანძილზე უჟანგავი ფოლადი იყო, რომლისგანაც საოცარი სილამაზისა და ფუნქციონალური ნივთები იქმნება.
ამჟამად Alessi-ს მიერ წარმოებული პროდუქცია მათივე საიტსა და მაღაზიებშია ხელმისაწვდომი, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბრენდის ერთგულება ხარისხისა და მომხმარებლისადმი განაპირობებს იმას, რომ ამდენი წლის შემდეგაც Alessi-ს სახელი უმაღლეს ხარისხთან, სტილთან და ერგონომიულობასთან ასოცირდება.
გამორჩეული დიზაინები
Citrus Juicer, Phillippe Starck;
La Cubica, Aldo Rossi;
Parrot, Alessandro Mendini;