in

ალიანს პალასი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ამერიკული მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს პარტნიორი გახდა

ალიანს ჯგუფის პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი, ალიანს პალასი, სასტუმროს მენეჯმენტის ლიდერ კომპანია – Aimbridge Hospitality-ს პირველი პარტნიორია საქართველოში.

ყველაზე მასშტაბური სტუმარმასპინძლობის ბრენდი –  Aimbridge Hospitality EMEA, რეგიონის პირველი წარმატებით რეალიზებული და ექსპლუატაციაში შესული მულტიფუნქციური კომპლექსის მართვას უზრუნველყოფს.

“სიამაყით გიზიარებთ ღირსშესანიშნავ პარტნიორობას,  Aimbridge Hospitality EMEA-სთან. ალიანს პალასი ყველაზე დიდი მენეჯმენტ კომპანიის მიერ ოპერირებადი, პირველი მრავალფუნქციური პროექტია საქართველოში და ეს ტრანსფორმაციული თანამშრომლობა, გარდამტეხი ნაბიჯია ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის” – აცხადებს ალიანს ჯგუფის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აკაკი სონღულია.

Aimbridge Hospitality-ს გუნდი აპარტამენტების მართვას, გაქირავებას, მენეჯმენტსა და ალიანს პალასის სრულფასოვან დატვირთულობას უხელმძღვანელებს. აშშ-ში დაფუძნებული კომპანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Hilton, Hyatt, Radisson, Marriott.

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკული ბრენდჰაუსის ევროპულ ინტეგრაციაში. მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან ეძებენ ახალ, საინტერესო მიმართულებებს, გამორჩეული და ხარისხიანი მომსახურებით, რაც თავის მხრივ, Aimbridge International-ის მთავარი ნიშაა – “საქართველოში ინტეგრირებით, გადავდგით პირველი ნაბიჯი და გავამყარეთ ჩვენი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. ალიანს პალასი რეგიონის სტუმარმასპინძლობის სექტორის, საინვესტიციო შესაძლებლობების იდეალური მაგალითია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ აპარტამენტების მფლობელებთან და წვლილი შევიტანოთ აპარტ-სასტუმროს განვითარებაში” – ამბობს ეიმბრიჯის EMEA განყოფილების პრეზიდენტი, დევიდ ანდერსონი.

მულტიფუნქციურ პროექტ ალიანს პალასის Aimbridge International-თან პარტნიორობა, წინაპირობაა ახალი, გარდამტეხი პერსპექტივების სტუმარმასპინძლობის სექტორში. თავის მხრივ, Aimbridge Hospitality EMEA უზრუნველყოფს კომპლექსის ხარისხიან ოპერირებას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მენეჯმენტსა და აპარტამენტების გაქირავებას, რაც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოსა და პირობებს შექმნის პროექტის ინვესტორებისთვისა, თუ დამსვენებლებისთვის.

ალიანს პალასი

ალიანს პალასი რეგიონის პირველი, წარმატებით რეალიზებული და სრულად ოპერირებაში მყოფი, მულტიფუნქციური პროექტია.

41 სართულიანი კომპლექსის 1-6 სართულებზე, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott-ის 150 ნომრიანი სასტუმროა განთავსებული, ხოლო დანარჩენ სართულებზე, კი თანამედროვე ტიპის, სრულად მოწყობილი აპარტამენტები.

ალიანს პალასი  შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, ბათუმის ისტორიული ბულვართან მდებარეობს და გამორჩეული ლოკაციით, ინტერიერით, ინფრასტრუქტურითა და ლენდმარკ ექსტერიერით, თითოეულ სტუმარსა, თუ მაცხოვრებელს კომფორტულ, თანამედროვე, მრავალფუნქციურ ცხოვრების სტილს სთავაზობს.

Aimbridge Hospitality

ამერიკული მასშტაბური მენეჯმენტ კომპანია, რომელიც სასტუმრო ბიზნესის ღრმა ცოდნითა და საოპერაციო ექსპერტიზაზე ორიენტირებით გამოირჩევა.

50 წელზე მეტი გამოცდილებით, უმსხვილესი პორტფოლიოთი და წამყვან ბრენდებთან წამოწყებული, წარმატებული პარტნიორობებით,  Aimbridge Hospitality ყველაზე დიდი მენეჯმენტ კომპანიაა მსოფლიოში.

ბრენდის საერთაშორისო არეალი 1500-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს, 23 ქვეყანასა და 50 შტატში და მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტების დანერგვით, აპარტამენტების მფლობელებსა, თუ დამსვენებლებს, დაუვიწყარ ემოციებსა და უნიკალურ შესაძლებლობებს უზიარებს.

[R]

მწვანე ფერი ინტერიერში – Homeis.ge-ს რჩეული პროექტები საქართველოდან

1920 წელს აშენებული მშვიდი საოჯახო სახლი შვედეთში